ლაშა დვალის "ფერენცვაროში" უახლოეს მდევარს უკვე 8 ქულით უსწრებს

AutoSharing Option
ბუდაპეშტის "ფერენცვაროშმა", რომლის რიგებშიც საქართველოს ნაკრების წევრი ლაშა დვალი ასპარეზობს, უნგრეთის ჩემპიონატის 24-ე ტურის მატჩში თანაქალაქელ "მტკ"-ს სტუმრად 1:3 სძლია და უახლოეს მდევარ "მოლ ვიდი"-სთან უპირატესობა 8 ქულამდე გაზარდა.

ქართველმა ლეგიონერმა მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა.

"ფერენცვაროშმა" სამივე გოლი მატჩის პირველ ნახევარში გაიტანა, 70-ე წუთზე კი მასპინძლებმა ანგარიშში სხვაობის შემცირება შეძლეს.

უნგრეთის ჩემპიონატის დასრულებამდე კიდევ 9 ტურია დარჩენილი, უნგრეთის თასზე კი "ფერენცვაროში" 1/4-ფინალში სწორედ "მოლ ვიდის" გაეჯიბრება.

მომზადებულია fradi.hu-ს მიხედვით

altკაშიას და ყაზაიშვილის "სან ხოსემ" მეორე ტურშიც წააგო

alt

record.pt: გიორგი მაკარიძე ბავშვობის ოცნების ახდენას ცდილობს, რომელიც თბილისის ქუჩებში თამაშის დროს ჰქონდა

altკანკავა ცენტრალურ მცველად - ქართველების "ტობოლმა" პრემიერლიგა მოგებით დაიწყო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული