Bild.de: სხვაობა უფრო დიდი იქნებოდა, რომ არა გიორგი ლორიას შესანიშნავი "სეივი" [VIDEO]

AutoSharing Option
გერმანული "მაგდებურგი", რომლის რიგებშიც საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია ასპარეზობს, კვლავ გასავარდნ ზონასთან ახლოს იმყოფება.

გერმანული მედიის ინფორმაციით, "სანდჰაუზენთან" შინ წაგებული მატჩის შემდეგ (0:1) ფანებმა "მაგდებურგის" ფეხბურთელები მოედნიდან სტვენით გააცილეს.

"არც მონდომება, არც რეალური შანსები, არანაირი სისტემა... ნორმალურ ფორმაში მხოლოდ ლორია, ერდმანი და მიულერი არიან. თამაშის შედეგი აბსოლუტურად ლოგიკურია და სხვაობა უფრო დიდიც იქნებოდა, რომ არა გიორგი ლორია, რომელმაც 83-ე წუთზე შესანიშნავი "სეივით" ფორსტერს ანგარიშის გაზრდის საშუალება არ მისცა", - წერს გამოცემა Bild.de.

VideoSportall.Ge
10.03.19. მაგდებურგი - სენდჰაუზენი 0:1. გიორგი
ლორიას სეივი

25 ტურის შემდეგ "მაგდებურგი" 22 ქულით მე-15 ადგილზე იმყოფება და მე-14 ადგილზე მყოფ დრეზდენის "დინამოს" 5 ქულით ჩამორჩება. სატურნირო ცხრილის ბოლო, მე-18 ადგილზე მყოფ "ინგოლშტადტს" და "მაგდებურგს" კი ერთმანეთისგან მხოლოდ 3-ქულიანი სხვაობა აშორებთ.


მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯანდაბას მაგათი თავი, ლორიას კარგი თამაში არა მგონია ვერ შეამჩნიონ, სხვა, უფრო კარგ გუნდში გადავა.
0

სიახლეები პოპულარული