ჯერ "ლოკომოტივი" მერე "გენტი" - ზურიკო დავითაშვილი ბელგიელებთან მოლაპარაკებას Sportall.ge-სთან ადასტურებს

AutoSharing Option
სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი ბელგიაში გიორგი ჩაკვეტაძესა და ლაშა ჯაკობიასთან ერთად იმყოფება.

Sportall.ge დავითაშვილს ბელგიაში დაუკავშირდა და არსებული სიტუაციის შესახებ ჰკითხა, ზურიკომ დაგვიდასტურა, რომ მოლაპარაკებებს "გენტთან" აწარმოებს.

"ბელგიაში ვარ, "გენტთან" მოლაპარაკება მიმდინარეობს, თუმცა ჯერ კონკრეტული არაფერია. 2 თვე, ზაფხულამდე, "ლოკომოტივში" უნდა ვითამაშო, 99 პროცენტით ასე იქნება. მერე მეცოდინება, სად და როგორ მივდივარ, თუმცა "გენტი" ჩემით დაინტერესებულია და მოლაპარაკებები გვაქვს. ვერ გეტყვით, რა ეტაპზეა ეს მოლაპარაკება, თუმცა ზაფხულამდე არანაირი კონტრაქტი არ იქნება. ამჟამად სხვა რომელიმე
კლუბთან არ ვსაუბრობ", - გვითხრა ზურიკო დავითაშვილმა.

ახალგაზრდა ფეხბურთელმა გასული სეზონი "ლოკომოტივში" გაატარა, შემდეგ კი რამდენიმე დღის განმავლობაში "რუბინში" ვარჯიშობდა, რომელიც კონტრაქტის პირობებზე ვერშეთანხმების გამო დატოვა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ნიჭიერი კია მაგრამ ჯერ პატარაა და ისე გამოდის აჯერებენ რო მაგარია და დასამტკიცებელი არაფელი აქვს. ძალით ნუ აფუჭებთ ამ ბიჭს. ითმაშოს იშრომოს და მთხოვნელების რიგი დაუდგება. თწვდამბლობა და შრომა უპირველესყოვლისა
გოგა
13 მარტი 2019 22:36
2
ქვილითაიას ისე ძალიან უსამართლოდ ექცევიან ბელგიაში. გენტი არაა ის გუნდი ქვილითაია რომ ყრუ სათადარიგო იყოს.
ჰმ!
13 მარტი 2019 13:06
1
Me meubnebi Gia batono?
Kika
13 მარტი 2019 11:54
2
არა თქვენ არა ყველაფერი ზოგადად ამ ბიჭზეა დამოკიდებული და იმედია გაამართლებს წარმატებები ზურიკოს
გია
13 მარტი 2019 20:40
0
Simatles vambob da nu mblokabt.belgiasi moxvedra kiaraa mtavari,aramed iq sastartohi tamahia mtavari da hemdgomi ganvitareba.
Kika
13 მარტი 2019 11:49
1
ბიჭო რამე მაინც იცოდეთ ზიხართ და ყრანტალებთ წადი ბიძია შენ საქმეს მიხედე სონის თაბაშობ და თავი ფეხბურთის მცოდნე გგონია
გია
13 მარტი 2019 11:29
3
Belgiashi bevri minaxavs wasuliyo,magram hakvetazis Garda iq warmtebuli aravin minaxavs!oqriahvili,zarandia,tabize ,berize,levan hengelia,bugrize,qvilitaia!
Kika
13 მარტი 2019 10:39
1
ნეტავ სხვა ქვეყნებშიც ხდება ასეთი რამ? 17 წლის ფეხბურთელი დადის და დაეძებს გუნდს. რა უთამაშია საერთოდ, რომ საქართველოს ჩემპიონატს იწუნებს? ითამაშე რა ჯერ, აქ დაამტკიცე თუ რამე შეგიძლია და გუნდები აქეთ მოგადგებიან. ეს რა მარაზმია :|
Burton
13 მარტი 2019 03:13
2
ეს იმიტომ ხდება, რომ მის ირგვლივაა უამრავი ხალხი, რომლებიც დახარბებული ელიან გამორჩენას მისი ტრანსფერით.
ჯერი ღრუტუნაშვილი
13 მარტი 2019 09:49
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული