Polska Times-მა ვატო არველაძე "იაგელონია"-"კორონას" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა

AutoSharing Option
პოლონურმა გამოცემამ Polska Times-მა კელცეს "კორონას" შემტევი ვატო არველაძე "იაგელონიასა" და "კორონას" მატჩის (1:3) საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა და 21 წლის ქართველის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

"მატჩის დასაწყისში, მე-6 წუთზე საგოლე შანსი ვატო არველაძეს ჰქონდა, როდესაც ქვედა მარცხენა კურთხეში დარტყმული ბურთი მეკარე მარიან კელემენმა მოიგერია.

არველაძემ კი შემდეგი მომენტი გამოიყენა. 37-ე წუთზე ქართველმა ბურთი მარცხენა ფლანგზე მიიღო და მასპინძელთა საჯარიმო მოედნისკენ დაიძრა. მიუხედავად იმისა, რომ მის წინ "იაგელონიას" სამი ფეხბურთელი იყო, არველაძემ სახიფათო მანძილიდან დარტყმა მაინც მოახერხა და ანგარიშიც გახსნა",
- წერს გამოცემა.

მომზადებულია polskatimes.pl-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩემი აზრით ამ შესარჩევში მორიგი ჩაკვრტაძეები გამოჩნდებიან. არველაძე და კვარაცხელია. კიდე ბევრი გვინდაა
გოგა
17 მარტი 2019 17:42
0
მაგარ ფორმაშია და შანსი უნდა მიეცეს. კვიცი გვარზე ხტისო. გვეშველა გონია, ვნახოთ. სამი თამაშია გოლი გააქვს, ეხლა არ თქვას ვინმემ, მამამისმა ჩააწყო გოლებიო
ვასო
17 მარტი 2019 12:22
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული