პოლონურმა გამოცემამ Polska Times-მა კელცეს "კორონას" შემტევი ვატო არველაძე "იაგელონიასა" და "კორონას" მატჩის (1:3) საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა და 21 წლის ქართველის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
"მატჩის დასაწყისში, მე-6 წუთზე საგოლე შანსი ვატო არველაძეს ჰქონდა, როდესაც ქვედა მარცხენა კურთხეში დარტყმული ბურთი მეკარე მარიან კელემენმა მოიგერია.
არველაძემ კი შემდეგი მომენტი გამოიყენა. 37-ე წუთზე ქართველმა ბურთი მარცხენა ფლანგზე მიიღო და მასპინძელთა საჯარიმო მოედნისკენ დაიძრა. მიუხედავად იმისა, რომ მის წინ "იაგელონიას" სამი ფეხბურთელი იყო, არველაძემ სახიფათო მანძილიდან დარტყმა მაინც მოახერხა და ანგარიშიც გახსნა",
- წერს გამოცემა.
მომზადებულია polskatimes.pl-ის მიხედვით