ბელგიის ჩემპიონატის 30-ე ტურში "სენტ ტრუიდენთან" წინასამატჩო განაცხადში "გენტის" ნახევარმცველის გიორგი ჩაკვეტაძის შეყვანამ ბევრი და მათ შორის საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვლადიმირ ვაისიც კი გააკვირვა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ჩაკვეტაძემ გუშინ გუნდთან ერთად ივარჯიშა (იხ. ფოტო), შეხვედრის განაცხადში არ შეიყვანეს.
"გენტმა" სტუმრად ეს მატჩი 2:0 მოიგო, რეგულარულ ჩემპიონატში 50 ქულით მე-5 ადგილზე გავიდა და საჩემპიონო პლეი-ოფში ითამაშებს. ორივე გოლი უკრაინელმა ფორვარდმა რომან იარემჩუკმა გაიტანა.
სამწუხაროდ, თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია მწვრთნელმა იეს ტორუპმა ისევ არ ათამაშა.