"კრილიას" მწვრთნელი: ეს როგორ?! ჯანო სულ 26 წლისაა, მას მთელი კარიერა წინ აქვს

AutoSharing Option
სამარის "კრილიას" მთავარმა მწვრთნელმა მიოდრაგ ბოჟოვიჩმა გამოცემა "სოვეტსკი სპორტთან" გუნდის ახალწვეულებზე, მათ შორის, ჯანო ანანიძეზე ისაუბრა.

- ყველა ხედავს, თუ როგორ სწრაფად ათამაშდნენ "კრილიაში" ჯანო ანანიძე და ალექსანდრ სამედოვი. პირველი "სპარტაკიდან" იჯარით გყავთ აყვანილი, მეორე კი თავისუფალი აგენტის სტატუსით მოვიდა. ელოდით მათგან ასეთ შთამბეჭდავ დებიუტს?
- რა თქმა უნდა, ველოდი და არ მესმოდა, როდესაც ზამთარში მედია წერდა, რომ ჯანო და სამედოვი ჩვენთან კარიერის დასასრულებლად გადმოვიდნენ. ეს როგორ?! ჯანო სულ 26 წლისაა, მას მთელი კარიერა წინ აქვს. ის ჩვენ დაგვეხმარება, შემდეგ კი
"სპარტაკში" წარმოაჩენს თავს, ამაში ეჭვი ერთი წამითაც არ მეპარება. რაც შეეხება სამედოვს, ის გამოცდილი პროფესიონალია, რომელიც საქმეს გულგრილად არ ეკიდება. ვარჯიშებზე და მატჩებშიც სამედოვი 100%-ით იხარჯება. იმის გათვალისწინებით, რომ სამედოვი რეჟიმს არ არღვევს, ის მაღალ დონეზე კიდევ დიდხანს ითამაშებს.

- "კრილიაში" გადასვლის შემდეგ სამედოვმა სამ მატჩში სამი საგოლე პასი გააკეთა. "სპარტაკში" კი 8 მატჩში მას მხოლოდ 1 საგოლე გადაცემა ჰქონდა...
- თითოეული ფეხბურთელი მაქსიმალურად სასარგებლოდ უნდა გამოიყენო. "კრილიას" სათამაშო სქემაში ჯანო და სამედოვი თავს კომფორტულად გრძნობენ. სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ მათგან კიდევ უფრო მეტს ველოდები.

მომზადებულია sovsport.ru-ს მიხედვით

altროგორ შეიცვლებოდა ჯანოს ხელფასი "ვიტესში" - ანანიძის აგენტი არშემდგარი ტრანსფერის დეტალებზე საუბრობს

altმიოდრაგ ბოჟოვიჩი: ამას არ ველოდი - ჯანომ, სამედოვმა და ანტონმა მაგრად გაგვაძლიერეს

alt"კრილია სოვეტოვმა" "ენისეი" გაანადგურა - ჯანო ანანიძემ კარგი მატჩი ჩაატარა და სანაკრებოდ მზადაა

მკითხველის კომენტარები / 2 /
ბოჟოვიჩი არის უძალიანმაგრესი მწვრთნელი.
გიორგი
17:43 21-03-2019
1
ასეა, ასე! მწვრთნელი მთავარია! ფეხბურთს რომ თავი დავანებოთ, აგერ ჩოგბურთში ჩვენი ნიკა ბასილაშვილი როგორ წვალობდა, წინ ვერ მიდიოდა რადგან მწვრთნელი არ ჰყავდა. როცა შეძლო და ნორმალური მწვრთნელი აიყვანა, ეგრევე ოცეულში შევარდა. თორნიკე ოქრიაშვილს ბელგიაში ის პირუტყვი მწვრთნელები და გუნდის ხელმძღვანელობა არ შეხვედროდა, ვინ იცის ახლა იქნებ ესპანეთის და იტალიის უმაღლეს ლიგაში ეასპარეზა. და ბოლოს დიდი მადლობა კრილიას მწვრთნელს ჩვენი ჯანო საბოლოოდ რომ არ მოგვიკლა!
aburjga
16:06 21-03-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული