"ვესტ ჰემი" მზადაა საბა კვირკველია 18 მილიონად შეიძინოს

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" 27 წლის მცველის საბა კვირკველიას სამსახურით "ვესტ ჰემი" დაინტერესდა.

Fclmnews-ი იტყობინება, რომ "ვესტ ჰემი" კვირკველიას თამაშს აკვირდება და შესაძლოა, ზაფხულში "ლოკომოტივს" ტრანსფერში დაახლოებით 18 მილიონი ევრო შესთავაზოს.

საბას შეძენა 2018 წელს "ლესტერს" სურდა, მზად იყო 15 მილიონი ევრო გადაეხადა, მაგრამ კლუბის მაშინდელმა პრეზიდენტმა ილია გერკუსმა ინგლისურ კლუბს უარი უთხრა. ეს მან იმით ახსნა, რომ წვრთნელს იური სიომინს გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელის გაშვება არ სურდა.

ამ სეზონში კვირკველიამ 29 მატჩში 1 გოლი გაიტანა.



მკითხველის კომენტარები / 6 /
მიდი საბა გბალელშიკობთ
სანდრექსა
11:13 26-03-2019
0
მოუმატებენ ხელფასს ცოტათი. თხოვს სიომინი დარჩი კიდე ერთი წელიო. მერე სიომინსნგაუშვებენ გუნდიდან და ეს დაამთავრებს უფაში ან კრასნოდარში. ნანახი გვაქვს ყველას ეს კინო. წამსვლელი გაისად გაფშეკდა ფეხებს და წავიდოდა ლესტერში. მაგრამ ქართველია რა ქნას:(
Saba
23:48 25-03-2019
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული