hln.be: გიორგი ჩაკვეტაძე 13 აპრილს ითამაშებს

AutoSharing Option
31 მარტს, ბელგიის ჩემპიონატის ფინალური ექვსეულის მატჩში "გენტი" გასვლაზე 0:3 დამარცხდა "ბრიუგესთან". ამ შეხვედრაში განაცხადში არ იყო სტუმართა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე.

არადა, გასული უქმეების წინ "გენტის" მწვრთნელმა იეს ტორუპმა თქვა, რომ ერთ კვირაში 3 მატჩი აქვთ, გიორგი გუნდთან ერთად ვარჯიშობს, როგორც იქნა, მწყობრში ჩადგა  და ათამაშებს.

hln.be იუწყება, რომ ჩაკვეტაძემ მუხლის ტრავმა მოირჩინა, მთელი კვირაა გუნდთან ერთად ვარჯიშობს, მაგრამ სავარაუდოდ, "სტანდარდთან" და "გენკთან" არ იასპარეზებს.

ასე რომ, მის დაბრუნებას 13 აპრილს, "ანტვერპენთან" საშინაო შეხვედრაში უნდა ველოდოთ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
მალე გიო მთელ საქართველოს შენი იმედი აქვს მალე გამოჯანმრთელდი და გაახარე შენ მაინც თორე დანარჩენები რისი მაქნისებიც არიან ვნახეთ შვეიცარიასთან და ირლანდიასთან
ტოტტი
18:47 01-04-2019
3
მოკლედ საფუძვლიანი ეჭვი გამიჩნდა ამ ყველაფრის ფონზე, რომ რომელიღაც კარგ კლუბთან უკვე არსებობს სიტყვიერი შეთანხმება და მათივე მოთხოვნაა რომ გიორგის გაუფრთხილდნენ და არ გადატვირთონ ზაფხულამდე!
ფედერაციაშიც იციან ამის შესახებ
დათო
20:46 01-04-2019
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული