
ფოტო: kaagent.be
"გენტის" ქართველმა შემტევმა გიორგი ჩაკვეტაძემ მუხლის ტრავმა სრულად მოიშუშა და 6 აპრილს "გენკის" წინააღმდეგ განაცხადში იქნება. ამის შესახებ "გენტის" მთავარმა მწვრთნელმა იეს ტორუპმა განაცხადა.
"გიორგი ჩაკვეტაძე სრული დატვირთვით ვარჯიშობს და მას აღარაფერი აწუხებს. შესაბამისად, ის მატჩის განაცხადშიც იქნება", - განაცხადა ტორუპმა.
შეგახსენებთ, რომ მუხლის ტრავმის გამო გიორგი ჩაკვეტაძეს 30 იანვრის შემდეგ არ უთამაშია.
ჩაკვეტაძის და გიორგი ქვილითაიას "გენტი" ბელგიის ჩემპიონატის საჩემპიონო ექვსეულში გადავიდა, სადაც 31 მარტს "ბრიუგესთან" (0:3), 3 აპრილს კი ლიეჟის "სტანდარტთან" (1:2) დამარცხდა და ბოლო, მე-6
ადგილზე იმყოფება.
მომზადებულია voetbalbelgie.be-ს მიხედვით