როგორც იქნა! - "ჩაკვეტაძეს აღარაფერი აწუხებს და განაცხადშიც იქნება"

AutoSharing Option
ფოტო: kaagent.be

"გენტის" ქართველმა შემტევმა გიორგი ჩაკვეტაძემ მუხლის ტრავმა სრულად მოიშუშა და 6 აპრილს "გენკის" წინააღმდეგ განაცხადში იქნება. ამის შესახებ "გენტის" მთავარმა მწვრთნელმა იეს ტორუპმა განაცხადა.

"გიორგი ჩაკვეტაძე სრული დატვირთვით ვარჯიშობს და მას აღარაფერი აწუხებს. შესაბამისად, ის მატჩის განაცხადშიც იქნება", - განაცხადა ტორუპმა.

შეგახსენებთ, რომ მუხლის ტრავმის გამო გიორგი ჩაკვეტაძეს 30 იანვრის შემდეგ არ უთამაშია.

ჩაკვეტაძის და გიორგი ქვილითაიას "გენტი" ბელგიის ჩემპიონატის საჩემპიონო ექვსეულში გადავიდა, სადაც 31 მარტს "ბრიუგესთან" (0:3), 3 აპრილს კი ლიეჟის "სტანდარტთან" (1:2) დამარცხდა და ბოლო, მე-6
ადგილზე იმყოფება.

მომზადებულია voetbalbelgie.be-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
საქართველოს ნაკრებს ეს კაცი დაათრევს, სამწუხაროდ! ისე, რომ არა გიორგი, ეჭვი მეპარება ესე ადვიალდ მოგვეგო ჯგუფიც. არაფრიდან მომენტს ქმნის და იტანს. ნუ გამაკრიტიკებთ ძაან ესეა. სოფლის ბოლოა საქართველოს ნაკრები ჩაკვეტაძის გარეშე.
0
2 დისლაიკი არასწორებმა დაწერეს ვაი თქვენს პატრონს
irakli
10:26 06-04-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული