ჯანო ანანიძემ 90 წუთი ითამაშა - "კრილია სოვეტოვმა" ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა

AutoSharing Option
6 აპრილს, რუსეთის პრემიერლიგის 22-ე ტურში ჯანო ანანიძის "კრილია სოვეტოვი" სტუმრად 0:1 დამარცხდა მე-3 ადგილზე მყოფ "კრასნოდართან".

არადა, სამარულმა გუნდმა ტოლი არაფერში დაუდო მოწინააღმდეგეს, ბოლოს კაცნაკლულად დარჩენილ მასპინძლებს შეუტია, მაგრამ კომპენსირებულ დროში გოლი თავად გაუშვა (თერთმეტმეტრიანიდან) და მიჯრით მესამედ დამარცხდა.

ჯანომ შეუცვლელად ითამაშა. მან მე-13 წუთზე თანაგუნდელი კანუნიკოვი მეტოქის საჯარიმოში დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, მოცელეს, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. 86-ე წუთზე კი ანანიძე თავად სცადა გოლის გატანა და ბურთი ხარიხას გადააცილა.

"კრილია" 24 ქულით ჯერჯერობით მე-11 ადგილზეა და 12 აპრილს "რუბინს"
უმასპინძლებს.

კრასნოდარი. "FK კრასნოდარი"
კრასნოდარი - კრილია სოვეტოვი 1:0
გოლი: კლასონი (90+2, პენ)
გაძევება: პეტროვი (78, კრასნოდარი)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული