"ზენიტთან" იყო ომი - კვარაცხელია გადაიწვა, კვირკველიამ ბოლომდე იბრძოლა

AutoSharing Option
7 აპრილს, რუსეთის პრემიერლიგის 22-ე ტურში ქართველების "ლოკომოტივისა" და "ზენიტის" მატჩი 1:1 დასრულდა.

პირველად დააყენა "ლოკოს" მწვრთნელმა იური სიომინმა ძირითად შემადგენლობაში ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია და თანაც ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში. უნდა ითქვას, კვარაცხელიას უკლებლივ ყველა რუსული სპორტული გამოცემა აქებს, მეტიც, ხაზგასმული სიმპათიით არიან მის მიმართ განწყობილები. განსაკუთრებით championat.com-ი, რომელიც წერდა, რომ ხვიჩა ურიგო ფეხბურთელი არაა, ტექნიკურია, აზრიანი, ძალიან საინტერესოა 19 წლის ყმაწვილის სასტარტოში ხილვა, რითაც ფეხბურთელმაც გაგვაკვირვა და სიომინმაც.

თამაშის მიმოხილვაში ეს საიტი კვარაცხელიაზე შემდეგს აღნიშნავს.

"კვარაცხელია გადაიწვა, მაგრამ ამაში არაფერი
საშიში არაა. სიომინს შესანიშნავად ესმოდა, რომ რისკავდა. ხვიჩა ცეცხლში შეაგდეს, რათა პირველად წარმოეჩინა სერიოზულად თავი. წინა მატჩებში ისე მოჩანდა, რომ ქართველი არ დაიკარგა. ახლა სხვაგვარად გამოვიდა, რამდენიმე შეცდომა და შესვენებაზე ფერნანდესით შეცვალეს".

ნამატჩევს სიომინმა განაცხადა, რომ კვარაცხელიას ასპარეზობით კმაყოფილია და მისი შეცვლა თავიდანვე ჰქონდა დაგეგმილი.

მცველმა საბა კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა და გაშვებული გოლი მისი ბრალი არაა - რაკიცკიმ საჯარიმოდან გაიტანა.

"ლოკომოტივი" 39 ქულით მეოთხე ადგილზეა და 13 აპრილს გროზნოში "ახმატს" შეხვდება.

მოსკოვი. "RZD არენა"
ლოკომოტივი - ზენიტი 1:1
გოლები: 0:1 რაკიცკი (54), 1:1 დრიუსი (61, საკ. კარში)

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 6 /
ძალიან ჭკვიანი მმწვრთნელია სიომინი.სწორი ქნა რომ საკმაოდ კარგი პირველი თაიმის მერე რომ გამოიცვალა.ჯერ ახალგაზრდაა და რუსეთის ჩემპიონატში ძალისმიერი ფეხბურთია საკმაოდ ბევრი ძალა მიაქვს,და შეიძლება მეორე ტაიმი ჩაეგდო,თან პირველად თამაშობდა თავიდან,თან ზენიტთან, რასაც შეიძლება შემდგომში ფსიქოლოგიური ზეწოლა დართოდა.აწი შეაჩვევსი ნელ-ნელა
კახა ქირია
22:28 08-04-2019
0
ღმერთმა თუ გადმოგვხედა და ტრავმები არ გვექნა, მაგარი გუნდი შეიძლება გვყავდეს 2020 სთვის, საუკუნის მატჩებისთვის!
ტრავმების გარეშე
13:42 08-04-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული