შოთა არველაძე უზბეკეთის თვის მწვრთნელად დაასახელეს

AutoSharing Option
ქართველი სპეციალისტი შოთა არველაძე უზბეკეთის ჩემპიონატის მარტის თვის საუკეთესო მთავარ მწვრთნელად აღიარეს.

ტაშკენტის "ფახთაქორის" ქართველი სპეციალისტი მარტში ნაჩვენები შედეგებისთვის გამოარჩიეს.

"თვის მენეჯერის წოდება მარტში წაუგებელი სერიის შედეგად. ეს ჯილდო მთელი კლუბისაა, რომლითაც ძალიან ვამაყობ. ეს იყო ძალიან რთული, მაგრამ ამავე დროს, ძალიან წარმატებული თვე. ეს ჯილდო ნიშნავს, რომ ვიყავით თვის საუკეთესო გუნდი, როგორც პერსონალი, ასევე ფეხბურთელები", - გამოეხმაურა ჯილდოს შოთა არველაძე "ფეისბუქზე".

არველაძის ხელმძღვანელობით, "ფახთაქორმა" აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ირანულ "პერსეპოლისთან" ფრედ (1:1) ითამაშა, "ალ აჰლისთან" 1:0 მოიგო, ხოლო უზბეკეთის ჩემპიონატში
ჯერ მოქმედი ჩემპიონი, კახა მახარაძის "ლოკომოტივი" (3:1) დაამარცხა, ხოლო შემდეგ "ბუდიონკორი" (2:1) და ამჟამად ჩემპიონატს ლიდერობს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული