ებრალიძე ათამაშეს, არაბიძე არა - "ნასიონალი" უკვე გასავარდნ ზონაშია

AutoSharing Option
14 აპრილს, პორტუგალიის ჩემპიონატის 29-ე ტურში ქართველების "ნასიონალი" სტუმრად 0:1 დამარცხდა "ბოავიშტასთან".

მწვრთნელმა კოშტინიამ ორთვიანი პაუზის შემდეგ წინა ტურში "ავეშთან" გიორგი არაბიძე ათამაშა, მაგრამ მისი ასპარეზობით უკმაყოფილო დარჩა, 44-ე წუთზე შეცვალა და "ბოავიშტასთან" შეხვედრაში განაცხადში არ შეიყვანა.

რაც შეეხება ავთო ებრალიძეს, ტრავმა მოირჩინა, გუნდის თავკაცმა ძირითად შემადგენლობაში დააყენა და 69-ე წუთზე შეცვალა. ებრალიძემ თავის ახალ გუნდში პირველად იასპარეზა.

"ნასიონალი" 27 ქულით მე-16 ადგილზე ჩამოქვეითდა და 19 აპრილს "სპორტინგს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
კლუბი უნდა დატოვოს
Matheus
16 აპრილი 2019 11:18
0
საქართველოს ნაკრებში უნდა თამაშობდეს ის ხალხი, ვისაც თავისი ქვეყანა უყვარს და გრძნობს იმას, რომ შენ მუდმივად ვალში ხარ შენს სამშობლოსთან, ვინც ამას ვერ ითავისებს, იმისი ადგილი ნაკრებში არაა!
15 აპრილი 2019 13:36
3
იმედია პრეტენზიები არ ექნება ნაკრებზე
ზუზუ
15 აპრილი 2019 11:32
4
ნასიონალს უნდა გავარდეს, გეგმა აქვს ასეთი. თქვენ რა გინდათ, რაზე ნერვიულობთ, ვერ გავიგე! )))
aburjga
15 აპრილი 2019 08:21
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული