ებრალიძე ათამაშეს, არაბიძე არა - "ნასიონალი" უკვე გასავარდნ ზონაშია

AutoSharing Option
14 აპრილს, პორტუგალიის ჩემპიონატის 29-ე ტურში ქართველების "ნასიონალი" სტუმრად 0:1 დამარცხდა "ბოავიშტასთან".

მწვრთნელმა კოშტინიამ ორთვიანი პაუზის შემდეგ წინა ტურში "ავეშთან" გიორგი არაბიძე ათამაშა, მაგრამ მისი ასპარეზობით უკმაყოფილო დარჩა, 44-ე წუთზე შეცვალა და "ბოავიშტასთან" შეხვედრაში განაცხადში არ შეიყვანა.

რაც შეეხება ავთო ებრალიძეს, ტრავმა მოირჩინა, გუნდის თავკაცმა ძირითად შემადგენლობაში დააყენა და 69-ე წუთზე შეცვალა. ებრალიძემ თავის ახალ გუნდში პირველად იასპარეზა.

"ნასიონალი" 27 ქულით მე-16 ადგილზე ჩამოქვეითდა და 19 აპრილს "სპორტინგს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
კლუბი უნდა დატოვოს
Matheus
11:18 16-04-2019
0
საქართველოს ნაკრებში უნდა თამაშობდეს ის ხალხი, ვისაც თავისი ქვეყანა უყვარს და გრძნობს იმას, რომ შენ მუდმივად ვალში ხარ შენს სამშობლოსთან, ვინც ამას ვერ ითავისებს, იმისი ადგილი ნაკრებში არაა!
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული