ლეგიონის უქმეები: გიორგი ჩაკვეტაძის პირველი გოლი 2019 წელს [VIDEO]

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე 4 ქართული გავიდა. ამას დამატებული, ჩვენმა ლეგიონერებმა 2 საგოლე გადაცემაც გააკეთეს.

თუმცა აღსანიშნავი ფაქტი, მაინც გიორგი ჩაკვეტაძის გოლია, რომელმაც 2019 წელს თავისი პირველი ბურთი შეაგდო. რაც მთავარია, ნიჭიერი ფეხბურთელი ნელ-ნელა უბრუნდება ფორმას.

ესპანეთი
ლა ლიგა 2-ის მომდევნო ტურში გიორგი აბურჯანიას "ლუგომ" 4:0 დაამარცხა "კორდობა". სტუმართა ქართველმა ნახევარმცველმა 90 წუთი ითამაშა და ყვითელი ბარათიც დაიმსახურა.

"სარაგოსა" კი კვლავ გიორგი პაპუნაშვილის გარეშე თამაშობს და ამჯერად "ალკორკონთან" დამარცხდა (0:2).

გერმანია
გიორგი ლორიას გარეშე მოთამაშე "მაგდებურგი" "დარმშტადთან" 0:1 დამარცხდა. ქართველი მეკარის გუნდი მეორე ბუნდესლიგის
დასრულებამდე 5 ტურით ადრე 27 ქულით გასავარდნ ზონაშია.

პორტუგალია
"ბოავიშტასთან" წაგებულ შეხვედრაში (0:1) "ნასიონალის" რიგებში 69 წუთი ითამაშა ავთო ებრალიძემ, გიორგი არაბიძე კი განაცხადშიც არ ყოფილა. ეს ებრალიძისთვის პირველი მატჩია "ნასიონალში".

altებრალიძე ათამაშეს, არაბიძე არა - "ნასიონალი" უკვე გასავარდნ ზონაშია

"ბენფიკასთან" წაგებულ (2:4) შეხვედრაში კი გიორგი მაკარიძემ 29-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი აიღო, თუმცა საბოლოოდ 4 გოლი მაინც გაუშვა.



შვეიცარია
სუპერლიგის მომდევნო ტურში ლევან ხარაბაძის "ციურიხი" ლიდერ "იანგ ბოიზთან" 0:1 დამარცხდა. ლევან ხარაბაძემ სრული მატჩი ჩაატარა და ყვითელი ბარათი მიიღო.

ბელგია
როგორც იქნა, გაიტანა გიორგი ჩაკვეტაძემ. იუპერლიგის საჩემპიონო ჯგუფის მორიგ შეხვედრაში "ანტვერპენთან" ქართველი ნახევარმცველი მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე გამოჩნდა და 77-ე წუთზე გოლი გაიტანა, თუმცა მისი გუნდი ისევ დამარცხდა - 1:2. ითამაშა გიორგი ქვილითაიამაც, მან ბოლო 15 წუთი ითამაშა.


ევროპა ლიგის ჯგუფში კი "ბეერხოსტმა" "ეუპენი" 2:0 დაამარცხა. ირაკლი ბუღრიძემ 71 წუთი ითამაშა და საგოლე გადაცემა მიითვალა.


რუსეთი
მოსკოვის "ლოკომოტივმა" გროზნოში "ახმატს" 2:1 სძლია. ხვიჩა კვარაცხელიას არ უთამაშია, საბა კვირკველია კი, ტრადიციულად, 90 წუთის განმავლობაში მოედანზე იყო.

გია გრიგალავამ 90 წუთი ითამაშა "არსენალის" რიგებში "ურალთან" ფრედ (0:0) დასრულებულ შეხვედრაში.

"კრილია სოვეტოვმა" "როსტოვს" 1:0 სძლია. ჯანო ანანიძე განაცხადში არ ყოფილა.

პოლონეთი
პოლონეთის ექსტრაკლასა ორ ჯგუფად გაიყო. ყველა ქართველის კლუბი გასავარდნ ჯგუფშია.

"პლოცკმა" სტუმრად სოსნოვიეცის "ზაგლებიე" 3:1 დაამარცხა. მასპინძლების რიგებში გიორგი გაბედავამ ითამაშა, რომელიც მოედანზე 71-ე წუთზე შევიდა. გიორგი ივანიშვილი კი ტრავმის გამო განაცხადში არ ყოფილა.  ბოლო 15 წუთი გააატარა "პლოცკის" რიგებში გიორგი მერებაშვილმა.

ლუკა ზარანდიას "არკამ" ფრედ (1:1) ითამაშა "ლეგნიცასთან". ქართველი ნახევარმცველი მოედანზე 62-ე წუთზე შევიდა.

ვატო არველაძის "კორონა" კი "პიასტთან" 0:4 განადგურდა. ქართველმა თავდამსხმელმა სრული შეხვედრა ჩაატარა.

"გორნიკის" ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ 86 წუთი გაატარა "შლიონსკთან" მოგებულ შეხვედრაში (1:0).

I ლიგაში გუგა ფალავანდიშვილის (90 წუთი) "პოდბესკიძიე" სტუმრად "სანდეციასთან" დამარცხდა - 0:2.

დანია
94-ე წუთზე 3 ქულის მომტანი საგოლე გადაცემა შეასრულა საბა ლობჟანიძემ, რომლის "რანდერსმაც" "ჰობროს" 2:1 სძლია.


ლაშა პარუნაშვილის "ესბიერგმა" კი "ნორდსიელანდს" 2:1 ანგარიშით სძლია. ქართველმა ნახევარმცველმა 90 წუთი ითამაშა.

უნგრეთი
მორიგი გოლი გაიტანა ლაშა დვალმა, რომლის "ფერენცვაროშმა" მორიგი შეხვედრა ამჯერად "მეზოკოვეშდთან" მოიგო (2:1).


ბაჩანა არაბულის "პუშკაშ აკადემიამ" ნულოვანი ფრე ითამაშა "პაკშთან". ქართველი ფორვარდი 77-ე წუთზე შეცვალეს.

ბუბა დაუშვილის "ჰალადაშმა" კი მტკ 1:0 დაამარცხა.

უკრაინა
პრემიერლიგის ლიდერმა დონეცკის "შახტარმა" მორიგი მატჩი მოიგო, დავით ხოჭოლავას გუნდმა "ზორია" 3:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების მცველმა სრული შეხვედრა ჩაატარა.

ნიკა სანდოხაძის "კარპატი" კი "დესნასთან" დამარცხდა (1:2).

საბერძნეთი
გიორგი რეხვიაშვილის "ლევადიაკოსი" "პანიონისთან" 1:2 დამარცხდა. ქართველი მცველი მოედანზე 78-ე წუთზე შევიდა.

"იანინას" ქართველმა ფეხბურთელმა ლაშა შერგელაშვილმა კი 90 წუთი ითამაშა "ასტერასთან" ფრედ (0:0) დასრულებულ მატჩში.

აზერბაიჯანი
პირველად გაიტანა აზერბაიჯანის ჩემპიონატში დავით ვოლკოვმა, რომელმაც "კეშლიასთან" მოგებულ (2:1) შეხვედრაში მეორე გოლი 65-ე წუთზე შეაგდო.


ჩეხეთი
ვახტანგ ჭანტურიშვილის "ზლინი" "კარვინასთან" 0:2 დამარცხდა. ქართველმა მოთამაშემ სრული მატჩი ჩაატარა.

ხორვატია
90 წუთი გაატარა მოედანზე გიორგი მჭედლიშვილმა, რომლის "გორიცამაც" "სლავენს" 4:3 სძლია.

აშშ
კიდევ ერთხელ დამარცხდა (1:2) "სან ხოსე", რომელიც ამჯერად "ჰიუსტონს" ესტუმრა. გურამ კაშია ტრავმირებულია და არ უთამაშია, ვაკო ყაზაიშვილმა კი მოედანზე ნახევარი საათი გაატარა.

ყაზახეთი
ერთპიროვნულად ლიდერობს ყაზახეთის ჩემპიონატს ქართველების "ტობოლი", რომელმაც ამჯერად "ოკჟეტპესი" 2:1 დაამარცხა.

მატჩის პირველი გოლი ნიკა კვეკვესკირმა 42-ე წუთზე გაიტანა. "ტობოლს" 5 ტურში 15 ქულა აქვთ.


"თარაზის" ფეხბურთელმა ელგუჯა ლობჯანიძემ 65 წუთი ითამაშა "კაისართან" (1:2) წაგებულ შეხვედრაში.

კახა ცხადაძის "ორდაბასი" სტუმრად "ასტანასთან" 1:2 დამარცხდა. ეს ქართველი მწვრთნელის გუნდის პირველი მარცხია ჩემპიონატში.

კვიპროსი
I დივიზიონში ირაკლი მაისურაძის (90 წუთი, გააფრთხილეს) "პარალიმნი" სტუმრად 2:2 ეთამაშა "დოხას".

ბელორუსი
ვისშაია ლიგაში გიორგი ქანთარიას (90 წუთი) "ნემანი" სტუმრად "ისლოჩთან" დამარცხდა - 0:1.

ლიეტუვა
A ლიგაში ლევან მაჭარაშვილის (62-ე წუთზე შევიდა) "შტუმბრასმა" შინ 1:0 მოუგო "ჟალგირისს".

უზბეკეთი
სუპერლიგაში ელგუჯა გრიგალაშვილის (76-ე წუთზე შეცვალეს) "ყიზილქუმი" სტუმრად "მეტალურგთან" 1:4 დამარცხდა.

კახა მახარაძის (90 წუთი) "სოგდიანა" სტუმრად სამარყანდის "დინამოსთან" დამარცხდა - 0:1.

შოთა არველაძის (თვის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს) "ფახთაქორი" სტუმრად "ტერმეზს" დაუზავდა - 0:0. არველაძის გუნდმა ჩემპიონატში პირველი ქულები დაკარგა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
"როგორც იქნა გაიტანა გიორგი ჩაკვეტაძემ"- ჩაკვემ წელს 90 წუთი ითამაშა ჯამში?? ცოტა ზედმეტი ხომ არაა ამ ტიპის კომენტარი??
George
16:22 15-04-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული