ფოტო: gabalafc.az
"გაბალას" ქართველი თავდამსხმელი დავით ვოლკოვი აზერბაიჯანის პრემიერლიგის 24-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
მან გასულ ტურში, "კეშლასთან" მოგებულ (2:1) შეხვედრაში გოლის გატანა მოახერხა.
ეს დავით ვოლკოვის მეორე სიმბოლურია მიმდინარე სეზონში. მან იგივე აღიარება პრემიერლიგის მე-16 ტურშიც დაიმსახურა.
ეს დავით ვოლკოვის მეორე სიმბოლურია მიმდინარე სეზონში. მან იგივე აღიარება პრემიერლიგის მე-16 ტურშიც დაიმსახურა.
23 წლის თავდამსხმელი "გაბალას" მოთამაშე ზამთარში გახდა. 2018 წლის სეზონში ის "საბურთალოს" ღირსებას იცავდა.