გოგა გახოკიძე: გიორგი ჩაკვეტაძემ კონტრაქტი სექტემბერში გაახანგრძლივა - ვმუშაობთ, გვინდა კარგ გუნდში გადავიდეს

AutoSharing Option
19 აპრილს ბელგიურმა Het Nieuwsblad-მა იუწყა, რომ ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ "გენტთან" კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე გააგრძელა. ამასთან დაკავშირებით "რუსთავი 2"-ის "კურიერის" საინფორმაციო გამოშვებაში კომენტარი ფეხბურთელის მენეჯერმა გოგა გახოკიძემ გააკეთა.

"ეს არ არის სწორი ინფორმაცია. კლუბს კონტრაქტის 1 წლით გახანგრძლივება მოუნდა, მაგრამ ეს მოხდა არა ახლა, არამედ 2018 წლის სექტემბერში.

გიომ ტრავმის შემდეგ 2 მატჩი ითამაშა, რა თქმა უნდა, უნდა ჩაამთავროს სეზონი. კიდევ აქვს შეხვედრები დარჩენილი, ჩემპიონატზე 6, თასის ფინალიც და შემდეგ შევხედავთ. ახლა ძნელია ლაპარაკი, სად გადავა. მთავარია, ჯანმრთელად იყოს.
ჩვენც ვმუშაობთ. გვინდა კარგ გუნდში გადავიდეს".

"გენტი" ჩემპიონატის მორიგ მატჩს 21 აპრილს ბრიუსელში "ანდერლეხტთან" ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
რატომღაც მგონია რომ ეს გენტს ვერ გასცდება ისევე როგორც ყაზაიშვილი ვერ გასცდა ვიტესის დონეს, რომა, ლაციო, ბავარია... ეს ყველაფერი აგენტების ხრიკია რომ ყურადღება მიიქციონ მათი კლიენტის მიმართ და რეალობასთან არაფერი საერთო არ აქვს.
16
ამსტერდამის აიაქს მოუხდებოდა და პერსპექტივაც უფრო მეტი იქნებოდა იქიდან
გიორგი
13:55 20-04-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული