დავით ხოჭოლავა გაწბილებულია - თვლის, რომ კიევის "დინამო" უნდა დაემარცხებინათ

AutoSharing Option
24 აპრილს, უკრაინის პრემიერლიგის 25-ე ტურში კიევის "დინამოსა" და დავით ხოჭოლავას "შახტარის" მატჩი 0:0 დასრულდა.

შეხვედრამ კიევში დიდი ინტერესი გამოიწვია, "ოლიმპიისკის" სტადიონზე" თამაშს 41 383 მაყურებელი დაესწრო. სტუმრებს გამარჯვების მოპოვება შეეძლოთ, მაგრამ გაუკრაინელებულმა ბრაზილიელმა მორაესმა 90+5-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა.

"შახტარი" 64 ქულით პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან "დინამოს" 7 ქულით უსწრებს.

მასპინძელთა გუნდში 54-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი, ხოლო სტუმართა რიგებში შეუცვლელად იასპარეზა მცველმა დავით ხოჭოლავამ, რომელმაც ნამატჩევს კომენტარი გააკეთა.

"ძალიან გვინდოდა გამარჯვება და საჩემპიონო რბოლაში კიდევ უფრო
წინ გაჭრა. მატჩის წინ ჩვენთვის ვინმეს რომ ეთქვა, თამაში 0:0 დასრულდებაო, ვფიქრობ, არავის არ დაგვწყდებოდა გული.

მაგრამ ისე მოხდა, რომ 95-ე წუთზე გამარჯვების მოპოვება შეგვეძლო. მიუხედავად შვიდქულიანი ფორისა, მოდუნების უფლება არა გვაქვს. ვეცდებით, ყველა დარჩენილი შეხვედრა მოვიგოთ", - განუცხადა ხოჭოლავამ კლუბის საიტს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ხოჭოლავას კვერკველია არ სჯობია?
vasia
21:38 25-04-2019
0
ხოჭოლავას ვენაცვალე, მაგრამ წიტაიშვილზე რატომ წერთ, ის ხომ უკრაინელია, საკუთარი არჩევნი ხომ თვითონ გააკეთა, შეეშვით რა.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული