უხეიროდ თამაშობს ამ სეზონში მოსკოვის "სპარტაკი", რუსეთის პრემიერლიგის 25-ე ტურში ტულაში "არსენალთან" 0:3 დამარცხდა და 39 ქულით მეხუთე ადგილზეა.
championat.com-მა "სახალხო გუნდს" წერილი მიუძღვნა, აღნიშნა, რომ რესურსები ამოწურულია, ახალი გუნდის ჩამოყალიბებაა საჭირო და "კრილია სოვეტოვში" იჯარით გაშვებული ნახევარმცველის ჯანო ანანიძის უკან დაბრუნება გამორიცხულია.
"სპარტაკს" შეეძლო ჯერ კიდევ ზამთარში საბოლოოდ დამშვიდობებოდა ტიმოფეევსა და ანანიძეს, მაგრამ მაშინ იჯარით გაშვება მოუწიათ. ახლა კლუბი მათ სრულფასოვან ტრანსფერებზე იმუშავებს", - წერს საიტი.
ანანიძე და ტიმოფეევი "კრილიამ" გასაძლიერებლად ინათხოვრა, მაგრამ ჯანომ 7 მატჩში 1 გოლი გაიტანა
(ტიმოფეევმა ვერც ერთი) და სამარულ გუნდს გასავარდნად აქვს საქმე.