ყაზახეთის ჩემპიონატის მე-8 ტურში თავი გამოიჩინა 27 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ელგუჯა ლობჯანიძემ.
27 აპრილს, ლობჯანიძის "ტარაზმა" სტუმრად 3:2 დაამარცხა "აკტობე" და გამარჯვების გოლი მან 90+2-ე წუთზე გაიტანა.
მატჩმა აკტობეში დიდი ინტერესი გამოიწვია, 11 ათასი მაყურებელი დაესწრო. თავიდან სტუმრები 2:0 დაწინაურდნენ, შემდეგ მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს, მაგრამ ელგუჯამ კომპენსირებულ დროში დალაშქრა "აკტობეს" კარი.
ლობჯანიძე "ტარაზში" "რუსთავიდან" გადავიდა და მიმდინარე სეზონში 3 გოლი გაიტანა.
ისევე როგორც ლობჯანიძემ, შეუცვლელად ითამაშა მისმა თანაგუნდელმა მცველმა ლაშა კასრაძემ.