გიორგი ჩაკვეტაძეს მუხლზე ოპერაცია გაუკეთეს

AutoSharing Option
"გენტის" ნახევარმცველს, გიორგი ჩაკვეტაძეს ანტვერპენში მუხლზე ოპერაცია გაუკეთეს.

ტრავმა ჩაკვეტაძემ დეკემბერში მიიღო. მას შემდეგ ორჯერ დაბრუნდა, მაგრამ ქირურგიული ჩარევა, რომელმაც წარმატებით ჩაიარა, აუცილებელი გახდა.

გიორგის სარეაბილიტაციოდ, სავარაუდოდ, 4-6 თვე დასჭირდება.

მან ბელგიის მიმდინარე ჩემპიონატის 23 მატჩში 5 გოლი გაიტანა, "გენტთან" კონტრაქტი კი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

მკითხველის კომენტარები / 17 /
მაგ ტრამვა ოპერაციით, ბოლომდე რჩება როგორც ვიცი, თავის დროზე რომ გაეკეთებინა, ეხლა ვარჯიში დაწქყებული ექნებოდა და ზოგადად ფეხბურთელისთვის ოპერაცია ყოველთვის სჯობს, დროული და მერე გართულებები აღარ ექნება. ჩვენები ყოველთვის ყოყმანობენ და შედეგიც სახეზეა, რამდენი დავკარგეწთ.
ვასო
12:41 03-05-2019
1
შენც არ თქვა ახლა "განსაცდელისთვის მადლობა":)გისურვებ მალე გამოჯანმრთელებას შენი იმედი გვაქ!!!
jjjj
11:03 03-05-2019
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული