ჯანო ანანიძე: როგორ თუ არ მინდა დაბრუნება? ეს დიადი კლუბია და...

AutoSharing Option
ჯანო ანანიძე, რომელიც მოსკოვის "სპარტაკმა" სამარის "კრილია სოვეტოვში" გაანათხოვრა, განაცხადა, რომ "სპარტაკში" დაბრუნება სურს.

"დღეს მძღოლმა მითხრა, ყური მოუკრავს ახალი ამბისთვის, თითქოს "სპარტაკში" დაბრუნება არ მსურს. ამის გაგონება შოკის მომგვრელი იყო ჩემთვის - როგორ თუ არ მინდა დაბრუნება? ეს დიადი კლუბია და მე მსურს დავამტკიცო, რომ იქ თამაშს ვიმსახურებ.

კონტრაქტი კიდევ ორი წლით მაქვს და არ ვიცი, ასეთებს ვინ წერს. იმედი მაქვს, "სპარტაკში" შანსს მომცემენ. შარშან კონონოვის ხელში შესაძლებლობა არ მქონდა - ტრავმა მივიღე, რთული პერიოდი გამოვიარე. ახლა კი ნულიდან
მინდა დავიწყო ახალი ჩემპიონატი; მინდა დავამტკიცო, რომ "სპარტაკის" ფეხბურთელი ვარ და ვიმსახურებ იქ თამაშს.

დაბრუნების საკითხზე ვესაუბრე თუ არა ვინმეს "სპარტაკში"? ჯერ არა. ახლა მათ საკუთარი პრობლემები აქვთ. თქვენც ხედავთ, როგორ და საით მიდის გუნდი.

ახლა კავშირი ჯიქიასთან და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელთან მაქვს. რა თქმა უნდა, ჯიქია მელოდება "სპარტაკში" და მეც ეს მინდა. ეს თემა არც ტიმოფეევთან განმიხილავს - ჯერ კიდევ 3 შეხვედრა გვაქვს დარჩენილი. შესაძლოა, პლეი-ოფის თამაშებიც მოგვიწიოს.

ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გამოჩნდება, რა და როგორ იქნება. მადლობა მინდა გადავუხადო "კრილიას" ნდობისთვის. აქ პრაქტიკის მისაღებად ჩამოვედი, ჩამოვედი, რათა დავხმარებოდი კლუბს ამოცანის შესრულებაში. თუმცა საბოლოოდ "სპარტაკში" დაბრუნება მინდა" - უთხრა ჯანომ championat-ის ჟურნალისტს.

დაახლოებით 1 თვის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის შეძენა "კრასნოდარს" სურდა. თუმცა, როგორც ჩანს, ანანიძისთვის პრიორიტეტი მოსკოვურ კლუბში დაბრუნებაა.

altჯანო ანანიძემ ისევ ტრავმა მიიღო და ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს

მკითხველის კომენტარები / 15 /
მაგ სპარტაკშიც მაგარი დაუნები სხედან, ამას თუ 2 ლიმონს უხდიან. ტიპს ფეხბურთი არ უთამაშია ვააბშე, ისე ბერდება სპარტაკში და სადაა წამსვლელი. მე ჩვენების მიკვირს, რად უნდათ ნაკრებში ასეთი ფეხბურთელი, ალბათ წილში უსხედან , რომ ათამაშონ. ჟურნალისტებიც კიდე ხელს რომ უწყობენ ამ მორაზმს. ლიდერი და ლიდერი. მასეთები რომ მოიაზრებიან ლიდერებად, მიტოა ნაკრების საქმე კარგად. ეგ და ეგეთები, საერთოდ არ უნდა გამოიძახო ნაკრებში და იქნებ ისწავლონ ჭკუა. ჯანსაღი სულის ბიჭების მეტი რა გვყავს, რომლებიც უნდა თამაშობდნენ და სამწუხაროდ უსამართლოდ არ იძახებენ ნაკრებში. ყველა გასაროზგია მანდ ფედერაციიდან დაწყებული ჟურნალისტებით დამთავრებული. ლორია, კაშია,კანკავა, კვერკველია, ნავალოვსკი, ჯანო, მჭედლიძე,ოქრი, კვეკვესკირი, ვაკო, ჯიღაური, მერებაშვილი, კაჭარავა საერთოდ ამოსაღებია სანაკრებო სიიდან და მოსაყვანია ახალგაზრდა თაობა, რომლებიც საბედნიერობ გვყავს, რომლებსაც ენდობიან კლუბებში და საკვანძო ფეხბურთელებიც არიან. რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ძველი, დათარსული, წარუმატებელი და ყოვლად უმოტივაციო გვარდია, რაღაც ბნელისთვის სჭირდება ფედერაციას და მის გვერდით მყოფ მესვეურებს. აბა ვეღარ გავიგე, ბრმები ხომ არ არიან, თეთრს და შავს ვეღარ არჩევენ? მოთამაშეს და უთამაშებელს შორის სხვაობას ვერ ხედავენ? ამ გუნდით, რასაც ეხლა ათამაშებენ, ვერც ბელორუსს მოუგებენ და ვერც კოსოვოს მითუმეტეს. გამოჩნდება ივნისში ყველაფერი. წაგება რავა უნდა ინატრო კაცმა, რომ ცვლილებები დაიწყოს ნაკრებში, ძირფესვიანი. ეს აუცილებელია, ისე შანსი არა გვაქვს.
zvare
11 მაისი 2019 14:36
2
თავის საქმე თვითონ იცის,გემოვნებაზე არ დაობენ,მას ესე მიაჩნია და....,მაგრამ როცა იცი ქართველი გულშემატკივარის დამოკიდებულება რუსეთის და ფეხბურთში განსაკუთრებით "სპარტაკის"მიმართ,შეფასებებში ცოტა მოზომილი თუ იქნება, მე მგონი არ იქნება ურიგო.(ყიფიანი იგრაეტ ვ სტილე გავრილოვა)
კახა ქირია
10 მაისი 2019 23:48
2
ორ მილიონ ევრომდე აქვს ჯანოს ხელპასიო და სად არის წამსვლელი მაგაზე არ გიპიქრიატ? სხვაგან ამ ხელპასის ნახევარსაც ვერ მისცემენ, მხოლოდ გრანდი ტუ გადაუხდის ამდენს მარა სამწუხაროდ გრანდებს ჯანო არ უნდატ.
a.a.
10 მაისი 2019 17:57
0
აუ ეს რა ცანცარა ყოფილა რააა... ჯერ იმას ამბობდა, გაბრაზებული ვარ სამწვრთნელო შტაბზეო, რომ ჩემით დაინტერესებულ კლუბებზე არაფერს მეუბნებოდნენო და ახლა დაბრუნება მინდაო.. როგორ ვთქვა არ ვიცი, მაგრამ შენ ღირსი არ ხარ ნაკრების, ისედაც ვერ თამაშობ, მუდმივად ტრავმებში ხარ. ამას პლუს ყოვლად უამბიციო და უთავმოყვარეოც ყოფილხარ, სამწუხაროდ.. როგორ შეგეძლო ცხოვრება და კარიერა სხვა დონეზე აგეყვანა ევროპაში, მაგრამ მანდ თვალებში ნაცარს გაყრიან და ისევ "ეტენები" ძაან ტეხავს.. შენთვის დასრულებულია საქართველოს ნაკრები, ასე მგონია. შენ გარეშეც ვიზამთ რამეს.. ( არ დაბლოკოთ )
ზუზუ
10 მაისი 2019 17:40
6
დამიწყებთ ეხლა რა შუაშიაო,მაგრამ,გული მტკივა როცა ქართველი ფეხბურთელი,სპარტაკზე იტყვის დიადი კლუბიაო,მე ვფიქრობ,რომც ეგრე იყოს არ უნდა თქვა ბევრი რამის გამო. ჩემთვის პირადად ეგეთი ხალხისთვის ადგილი არ მოიძებნება ჩემს გულში,და სანამ ჯანო ნაკრებში იქნება,შეიძლება აღარც დავესწრო თამაშებს,ჯანოს ვერ ვუწილადებ სიხარულის ცრემლებს და აპლოდისმენტებს(ეგეთი თუ იქნება საერთოდ). ქართველი მაგდენს არ უნდა ბედავდეს,ჩვენს ემოციებზე თამაშს.
ტიმო
10 მაისი 2019 15:01
9
სულ რომ ბირკირკარაზე გხითხონ პასუხი ამდაგავრი უნდა იყოს, მაგრამ საწყენი ეგაა რომ მუღამი არ ააქვთ მოხვდნენ პრემირლიგაში ლა ლიგაში ბუნდესლიგაში... ამათ მემგონი ინგლისურის სწავლა ეზარებათ)) ტი ეტო ია პრიშოლ დავაი პას იოლია)
solo
10 მაისი 2019 13:52
3
it is getting funny jano
arnold
10 მაისი 2019 13:44
2
ჯანოს "სპარტაკი" დიდ გუნდათ მიაჩნია, სამწუხაროდ. წადი რუსეთიდან, ჯანო. შეიძლება მოასწრო წარმატებით თამაში კარგ ევროპულ გუნდში.
ქართველი
10 მაისი 2019 09:42
5
ქართველ-ს შენ სპარტაკში თამაში დაბალ დონედ მიგაჩნია??? ჯანომ მემგონი თქვენზე უკეთ იცის რომელი გუნდი უკეთესია და რომელი დიადი არამგონია ფეხბურთელზე უფრო მეტი გესმოდეთ..
reali
10 მაისი 2019 10:22
21
მარად პერსპექტიული ფეხბურთელი....
jorj
10 მაისი 2019 09:39
4
შენ რას წარმოადგენ?
giorgi
10 მაისი 2019 11:38
19
რავიცი მე ამბიჩIს ნატამაშები მაგალი დონის ფეხბურტი არმინახია სულ არმიმაჩნია რომ დიდი ფეხბურტელია მალახააზ ასატიანის ნახევრიც არა
iko
10 მაისი 2019 08:46
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული