ელგუჯა ლობჯანიძემ ყაზახეთის ჩემპიონატის ლიდერს გოლი გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ყაზახეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში ქართველების "ტარაზმა" საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა ლიდერი "ასტანა".

ამ მატჩში დედაქალაქელთა კარი თავდამსხმელმა ელგუჯა ლობჯანიძემ დალაშქრა. მან და მისმა თანაგუნდელმა მცველმა ლაშა კასრაძემ შეუცვლელად ითამაშეს.

ლობჯანიძემ მიმდინარე ჩემპიონატის 10 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა.

"ტარაზი" 9 ქულით მე-9 ადგილზეა და 18 მაისს სტუმრად კახა ცხადაძის "ორდაბასის" ხვდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული