მერებაშვილის "ოქროს გოლი" "ვისლასთვის" - თუმცა ქართველს საქციელი უფრო მოუწონეს

AutoSharing Option
გუშინ პოლონეთის "ექსტრაკლასას" ბოლოსწინა ტურის შეხვედრები გაიმართა. სამწუხაროდ, ჩვენთვის საინტერესო გასავარდნი ჯგუფია, რადგან ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდებში ქართველი ფეხბურთელები არ თამაშობენ.

ქართველების 1 გუნდი უკვე დაემშვიდობა პოლონეთის უმაღლეს ლიგას - მომავალი სეზონიდან გიორგი ივანიშვილისა და გიორგი გაბედავას "ზაგლებიე სუსნოვეცი" მეორე დივიზიონში ითამაშებს. ვატო არველაძის "კორონა" და ვაკო გვილიას "გურნიკი" "ექსტრაკლასაში" აუცილებლად დარჩებიან, ეს მიზანი მიღწეული ამ ტურამდეც ჰქონდათ. ლუკა ზარანდიას "არკამ" 1 დღით ადრე მოიგო და მეორე ლიგაში გავარდნა აღარ ემუქრება.

გასავარდნ ზონაში იმყოფებოდა გიორგი მერებაშვილის პლოცკის "ვისლა" და ქართველი შემტევის
მიერ გატანილმა ულამაზესმა გოლმა, ფაქტობრივად, დადებითად გადაუწყვიტა "ექსტრაკლასაში" დარჩენის საკითხი. ახლა "ვისლას" უკვე გავარდნილ "ზაგლებიე სუსნოვეცთან" აქვს სახლში თამაში და 1 ქულაც ჰყოფნის მიზნის მისაღწევად.

აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გიორგი მერებაშვილმა პლოცკური გუნდის შემადგენლობაში სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. თუმცა აღსანიშნავია ის, რომ გულშემატკივრებისთვის ძალიან დასაფასებელი მერებაშვილის ჟესტი იყო - გოლის გატანის შემდეგ "ვისლას" გულშემატკივრებთან მიირბინა და ყურადღება პლოცკური კლუბის გერბზე გააკეთა, რითიც აჩვენა კლუბის მიმართ საკუთარი დამოკიდებულება. როგორც wyborcza.pl-ის ჟურნალისტი აღნიშნავდა, მერებაშვილს ეს პირველად არ გაუკეთებია და ამიტომაც "ვისლას" გულშემატკივრები მას ძალიან აფასებენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული