გიორგი მერებაშვილმა ულამაზესი გოლი გაიტანა და "ვისლა" გასავარდნი ზონიდან გამოიყვანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პოლონეთის ექსტრაკლასას 36-ე ტურში გიორგი მერებაშვილის პლოცკის ვისლამ გასვლაზე 1:0 დაამარცხა ვაკო გვილიას "გურნიკი".

ამ მატჩში გოლი მერებაშვილმა საჯარიმოს გარედან ულამაზესი დარტყმით გაიტანა. მერებაშვილმა ამ სეზონში ჩემპიონატის 31 შეხვედრაში 7-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

მერებაშვილმაც და გვილიამაც შეუცვლელად ითამაშეს.

"ვისლამ" ამ მოგებით გასავარდნ ზონას თავი დააღწია - 3 ქულით დაშორდა, "გურნიკი" კი 6 ქულითაა დაშორებული და ფაქტობრივად, სამშვიდობოსაა.

18 მაისს, უკანასკნელ ტურში "ვისლა" უკვე ქვედა ლიგაში გავარდნილ "ზაგლებიეს" უმასპინძლებს.

ზაბჟე. "არენა ზაბჟე". 11 895 მაყურებელი
გურნიკი - ვისლა 0:1
გოლი: მერებაშვილი (7)
მკითხველის კომენტარები / 1 /
"მერებაშვილმაც და გვილიამაც შეუცვლელად ითამაშეს". არაა სწორი, მერება 90-ე წუთზე შეცვალეს
სიმართლე
12:16 15-05-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული