ვახტანგ ჭანტურიშვილის "ზლინმა" ევროპა ლიგის პლეი-ოფის პირველ ნახევარფინალში გაიმარჯვა

AutoSharing Option
17 მაისს, ვახტანგ ჭანტურიშვილის "ზლინმა" ევროპა ლიგის პლეი-ოფის პირველ ნახევარფინალში საკუთარ მოედანზე 3:1 სძლია "მლადას".

ჭანტურიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო, ყვითელი ბარათი მიიღო და 88-ე წუთზე შეცვალეს. მისი გადაცემით გაიტანეს მასპინძლებმა მეორე გოლი, 84-ე წუთზე კი თავადაც შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ ბურთი კარს ოდნავ ააცილა.

ვახტანგმა ამ სეზონში ჩეხეთის ჩემპიონატის 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ის "ზლინში" ზამთარში ტრნავას "სპარტაკიდან" გადავიდა.

"ზლინისა" და "მლადას" განმეორებითი შეხვედრა 24 მაისს ბოლესლავში გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული