გიორგი პაპუნაშვილმა შეცვლაზე შესვლიდან 18 წამში ანგარიში გაათანაბრა - "სარაგოსამ" გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
17 მაისს, სეგუნდადივიზიონის 38-ე ტურის დასკვნით მატჩში "გიორგი პაპუნაშვილის "სარაგოსამ" სახლში 4:2 სძლია ხიხონის "სპორტინგს".

პაპუნაშვილი 65-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც მისი გუნდი 1:2-ს აგებდა და 18 წამში ანგარიში გაათანაბრა. ის იმ დროს შევიდა მოედანზე, როდესაც მისი გუნდი კუთხურს აწვდიდა, საჯარიმოში არეულობაში ყველას დაასწრო და ბურთს მეტოქის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

გიორგის მიერ შესვლიდან 18 წამში გოლის გატანა "მარკამაც" აღნიშნა და გამორჩეულად ვიდეო გამოაქვეყნა.

ამის შემდეგ არაგონელებმა კიდევ ორი გოლი გაიტანეს და გაიმარჯვეს.

პაპუნაშვილს ტრავმის გამო ამ სეზონის მნიშვნელოვანი ნაწილი გაუცდა,
მხოლოდ 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა (თანაც, სრულად თამაში იშვიათად უწევდა) და 2 გოლი გაიტანა.

"სარაგოსა" 50 ქულით მე-13 ადგილზეა და 24 მაისს, შემდეგ ტურში სტუმრად "მალაგას" დაუპირისპირდება.

სარაგოსა. "რომარედა". 19 963 მაყურებელი
სარაგოსა - სპორტინგი 4:2
გოლები: 0:1 ლოდი (8), 1:1 ვასკესი (39), 1:2 ლოდი (47), 2:2 პაპუნაშვილი (66), 3:2 ვასკესი (70), 4:2 გუალი (90+1)

მკითხველის კომენტარები / 7 /
რამოდენიმეჯერ უკურე გოლის მომენტს,იგრდზნო ბურტი საიდან სჰეიდზლებოდა გამოსულიკო,დაიკავა საუკეტესო პოზიცია და გოლიც ამის სჰედეგი იყო.პაპუ დზალიან მოაზროვნე ფეხბურტელია,გაიხარე გიორგი.
kakha
07:30 18-05-2019
1
პაპუს ტრავმა რომ არა დარწმუნებული ვარ სარაგოსა ლა ლიგასთვის იბრძოლებდა. წარმატებები გიოოოოო
roma
10:38 18-05-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული