"საბურთალოს" ერთ-ერთი ლიდერი კარიერას საზღვარგარეთ გააგრძელებს

AutoSharing Option
"საბურთალოს" შემტევი ლაშა შინდაგორიძე კარიერას ბელორუსში გააგრძელებს. ეროვნული ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი სოლიგორსკის "შახტიორში" ითამაშებს.

Sportall.ge-ს ინფორმაციით, 26 წლის შემტევი ბელორუსში 2 დღეში გაფრინდება და კონტრაქტს გააფორმებს.

ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 21 ჩატარებულ შეხვედრაში 10 გატანილი გოლია. ლაშა მხოლოდ 1 გოლით ჩამორჩება ბომბარდირთა დავის ლიდერ ლევან შენგელიას.

შინდაგორიძე "საბურთალოში" 2018 წლის თებერვალში უნგრული "ბალმაზუივაროშიდან" დაბრუნდა და მალევე მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც ეროვნული ლიგის გასულ სეზონში ერთადერთი შეხვედრა გამართა.

"საბურთალოს" აწ უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა ზაგრების "დინამოსთან" გამართული საპასუხო
შეხვედრა (0:3) ტრავმის გამო გამოტოვა.

"შახტიორი" ევროპა ლიგაზე ასპარეზობს, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ლაშა პარუნაშვილის "ესბიერგი" 2:0 დაამარცხა და ამ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, იტალიურ "ტორინოს" დაუპირისპირდება.

რაც შეეხება "საბურთალოს", გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმაც ევროპა ლიგაზე გადაინაცვლა და მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში მისი მეტოქე სომხური "არარატ-არმენიაა".
მკითხველის კომენტარები / 12 /
რატოოო, აი რატოოო ))))))))))))))))))))))))) მაგ გუნდში რატო უნდა წახვიდე
Tbiliseli
01 აგვისტო 2019 16:10
1
ახალგაზრდა კაცი, პერსპექტიულობას რომ იჩემებ, კარიერაში წინსვლასა და დიდი ფეხბურთის თამაშზე თუ ფიქრობ, სოლიგორსკის "შახტიორში" რა ჯანდაბა გინდა. რითია "საბურთალოზე" უკეთესი შე დალოცვილო.
არაა ამათი საშველი
01 აგვისტო 2019 23:06
4
გოგოები ჰყავთ ლამაზი ბელორუსებს და შედარებით ადვილადაც მოდიან ურთიერთობაზე.

ამ ასაკში ფეხბურთელისგან დიდ ზრდას აღარ უნდა ელოდო, პირიქით 2-3 წელი და დაღმასვლა დაეწყება. გაერთოს მაინც კაცი. რაღაც ექნება გასახსენებელი ასაკში.

გულწრფელად ვამბობ, არ ვხუმრობ.
ქალები ;)
03 აგვისტო 2019 14:14
0
დაიწყო უკვე?
gio
01 აგვისტო 2019 16:09
1
თუ არა ფული სხვა რა მიზეზით უნდა წახვიდე ბელარუსში არ მესმის მაგას ყაზახეთი ჯობია. ეეეეე ვერ ისწავლეს საკუთარი ფასი ამ ბიჭებმა.
roma
01 აგვისტო 2019 17:11
1
Aset usaxelo gundshi Ra azri aqvs wasvlas? Esaa sircxvili da uazroba.
Kika
01 აგვისტო 2019 17:27
1
ამას ერთი სიტყვა ქვია -----> უმადურობა !!!!
მიხაელ
01 აგვისტო 2019 20:33
4
წარმატებები მას,მაგრამ ამ ყველაფერს უმადურობა ჰქვია...დარჩი,ითამაშე ევროპაზე შე დალოცვილო და მერე წადი...ეჰ
gurulo
01 აგვისტო 2019 20:22
1
საინტერესოა განა რამდენი ათასი დოლარით (ევროთი) მეტი უნდა გადაუხადოს სოლიგორსკის შახტიორმა??? როდემდე უნდა გვჯობდეს ხელფასებით ეს ბელარუსები, აზებაიჯანები, სომხები და კიდე მეორე დივიზიონის ქ კლასის გუნდები?! სირცხვილია რა ბოლობოლო, საქართველოს ჩემპიონი გუნდიდან რო ბელარუსიაში გადადის მეტი პერსპექტიულობის გამო მაგრა ტეხავს!!! იმედია მოუმატებენ ხელფასებს , იმ დონეზე მაინც რო ნიჭიერ ბიჭს აღარ უღირდეს სადღაც არაფრის მაქნის გუნდში გადასვლა!!/ ისე კი ამ ბოლო 8-10 წელიწადში მე გუნდების სახელები გავიგე , ქართველი ფეხბურთელების წყალობით რო ცხოვრებაში ვერც წარმოვიდგენდი
Vasili
01 აგვისტო 2019 20:01
1
ნეტავ შახტიორზე უკეთესი რომელი გუნდი ახევს კალთებს ჩემთან ჩამოდიო? ჩემპიონატი უკეთესია, ხელფასიც, რატომ არ უნდა წავიდეს?
dato
01 აგვისტო 2019 18:04
10
წერას როდის ისწავლით ჟურნალისტებო? ბელარუსი ქვია მაგ ქვეყანას ბელარუსი. ვახ
კომენტატორები როგორ უნდა გჯობნიდეთ? :დ
თემო
01 აგვისტო 2019 18:24
0

სიახლეები პოპულარული