"საბურთალოს" ერთ-ერთი ლიდერი კარიერას საზღვარგარეთ გააგრძელებს

AutoSharing Option
"საბურთალოს" შემტევი ლაშა შინდაგორიძე კარიერას ბელორუსში გააგრძელებს. ეროვნული ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი სოლიგორსკის "შახტიორში" ითამაშებს.

Sportall.ge-ს ინფორმაციით, 26 წლის შემტევი ბელორუსში 2 დღეში გაფრინდება და კონტრაქტს გააფორმებს.

ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 21 ჩატარებულ შეხვედრაში 10 გატანილი გოლია. ლაშა მხოლოდ 1 გოლით ჩამორჩება ბომბარდირთა დავის ლიდერ ლევან შენგელიას.

შინდაგორიძე "საბურთალოში" 2018 წლის თებერვალში უნგრული "ბალმაზუივაროშიდან" დაბრუნდა და მალევე მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც ეროვნული ლიგის გასულ სეზონში ერთადერთი შეხვედრა გამართა.

"საბურთალოს" აწ უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა ზაგრების "დინამოსთან" გამართული საპასუხო
შეხვედრა (0:3) ტრავმის გამო გამოტოვა.

"შახტიორი" ევროპა ლიგაზე ასპარეზობს, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ლაშა პარუნაშვილის "ესბიერგი" 2:0 დაამარცხა და ამ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, იტალიურ "ტორინოს" დაუპირისპირდება.

რაც შეეხება "საბურთალოს", გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმაც ევროპა ლიგაზე გადაინაცვლა და მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში მისი მეტოქე სომხური "არარატ-არმენიაა".
მკითხველის კომენტარები / 12 /
საბურთალოს გაცილებით დიდი პერსპექტივა აქვს,ვიდრე შაქხტიორს და თუ ივარგებს,აქედან გაცილებით მეტის მიღწევა შეუძლია,მაგრამ დღევანდელ კვერცხს ამჯობინებენ ზოგიერთები.ზივზივაძეც მათ რიცხვშია და ვფიქრობ,ამჟამადაც დიდი შეცდომა დაუშვა.წლები კი გადის.
სოსო
03 აგვისტო 2019 13:37
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული