მოსკოვის ცსკა-ს ლეგენდამ, ვლადიმირ პონომარიოვმა მშობლიური კლუბისა და ყაზანის "რუბინის" შეხვედრის შესახებ გააკეთა კომენტარი და ქართველებზეც ისაუბრა.
"ყაზანის "რუბინი" ახალგაზრდა, მშენებლობის პროცესში მყოფი გუნდია. კლუბში 3-4 ქართველია, რომლებიც გასულ ტურებშიც კარგად გამოიყურებოდნენ. თუმცა, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს ამბობდნენ, 2 ქართველზე მეტი არ უნდა აიყვანო, თორემ გუნდში დისციპლინა კვდებაო (იცინის).
საერთო ჯამში, "რუბინი" კარგი გუნდია, მაგრამ ცესკა-სთან შეხვედრაში მათ არაფერი გამოუვიდათ. "არმიელები" ყველა კომპონენტში სჯობდნენ მათ. ისე კი, ყაზანელებს ძალიან კარგი პერსპექტივა აქვთ. თუკი დაუღალავად განაგრძობენ შრომას, შედეგიც ექნებათ", -
განაცხადა 79 წლის ფეხბურთელმა, რომელმაც კარიერა 1969 წელს დაასრულა.
"რუბინისა" და ცსკა-ს შეხვედრას რაც შეეხება, ყაზანელები სახლში დამარცხდნენ - 0:1. შეხვედრაში მონაწილეობა ბექა მიქელთაძემ, ნიკა ყიფიანმა და ზურიკო დავითაშვილმა მიიღეს. ხვიჩა კვარაცხელიამ შეხვედრა სიცხის გამო გამოტოვა.