ქვილითაია შეცვლაზე, ბერიძე განაცხადს მიღმა - "გენტი" დამარცხდა

AutoSharing Option
11 აგვისტოს, ბელგიის ჩემპიონატის მესამე ტურში "გენტი" გასვლაზე 1:2 დამარცხდა "მუსკრონთან".

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელი თავდამსხმელი რომან იარემჩუკი განაცხადში არ იყო, "გენტის" მწვრთნელმა იეს ტორუპმა გიორგი ქვილითაია სასტარტოში არ დააყენა და 63-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე.

ნახევარმცველი გიორგი ბერიძე კი შეიყვანა წინასამატჩო განაცხადში, მაგრამ შემდეგ განაცხადიდან გამოიყვანა.

ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე კი მუხლზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ სარეაბილიტაციო კურსს გადის.

"გენტი" 4 ქულით მე-8 ადგილზეა და 18 აგვისტოს, შემდეგ ტურში "ოსტენდეს" უმასპინძლებს, იქამდე კი, 15 აგვისტოს ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში
ლარნაკის აეკ-ს მიიღებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
გოლიც კი გაიტანა, მაგრამ VAR-მა არ ჩათვალა,სამწუხაროდ სამართლიანად
ოპტიმისტი
03:01 12-08-2019
0
"ეს ტრუპი" (იეს ტორუპი) ქართველებს არ სწყალობს
დათო
09:07 12-08-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული