იური სიომინმა განმარტა, რატომ არ ათამაშებს საბა კვირკველიას

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის მე-5 ტურში მოსკოვის "ლოკომოტივმა" საკუთარ მოედანზე 4:0 მოუგო "ურალს" და "რინიგზელთა" გუნდის მცველი საბა კვირკველია ისევ სათადარიგო იყო. ამაზე კომენტარი "ლოკოს" მწვრთნელმა იური სიომინმა გააკეთა:

"კვირკველიას ვფიქრობ, კიდევ ერთი-ორი კვირა დასჭირდება, ნავარჯიშევი სათანადოდ არ არის, რათა ითამაშოს. მურილო დღეს მოედანზე არ გავიდა? ნებისმიერ სიტუაციაში კონკურენციაა, რაღაც მომენტში ის ასპარეზობდა, ახლა ჰიოვედესი, შემდეგ კვირკველია.

ვარიანტები გვაქვს და დღეს ფეხბურთელთა ამ ჯგუფზე შევაჩერეთ არჩევანი, ხვალ შეიძლება სხვაგვარად იყოს".

მკითხველის კომენტარები / 6 /
არსად წამსვლელი არაა ისეთ ხლფას რასაც ლოკომოტივი უხდის არცერთი კლუბი არ გადაუხდის, ბარსელონა და რეალი მაგას არ აიყვანს ისეთივე ხელფასი რომ უხადოს და ვალიადოლიდი ან უდინეზე სულ მცირე 10 ჯერ ნაკლებ ხელფას გადაუხდის, ასე რომ წყნარად ხმის ამოუღებლად იჯდება სათადარიგო სკამზე. ხალხო რეალურად განსაჯეთ ადვილი არაა 2 მილიონიანი წლიური ხელფასი ორასი ათასიან ხელფასზე გაცვალო, ასეთ მსხვერპლზე შეიძლება წახვიდე როცა რეალურად გაქვს ნიჭი და იცი რომ მაგალითად უდინეზედან ინტერში ან ნაპოლიში აღმოჩნდები. კვირკველიამ შესანიშნავად იცის თავისი ფასი და იცის რომ ლოკომოტივი მისი უკანასკნელი გაჩერებაა უფრო მეტს ვერ მიაღწევს. აგერ ნახავთ სულ რომ არ ათამაშონ მაინც არსად არ წავა და კონტრაქტი როცა დაუმთავრდება ყველანაირად შეეცდება რომ ლოკომოტივთან გაახანგრძლივოს ისევ
dinamo
23:50 12-08-2019
1
იმიტომ რომ ვაისმა და მაგან მოილაპარაკეს ვაისიც აგენტია.
ddgfdf
18:48 12-08-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული