22 წლის ქართველი ნახევარმცველი ლევან მაჭარაშვილი სომხეთის "ლორში" გადავიდა, კონტრაქტი გაუფორმეს და დღეს მის რიგებში პირველი მატჩი ჩაატარა - "ნოისთნ" მოგებულ შეხვედრაში (1:0) სასტარტო შემადგენლობაში იყო.
ლევანი აქამდე ლიეტუვას "შტუმბრასში" ასპარეზობდა, ჩემპიონატზე 12 მატჩში 3 გოლი გაიტანა, აგრეთვე გასულ სეზონში ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მიიღო მონაწილეობა და 1 გოლიც გაიტანა.
ის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო.
3 ტურის შემდეგ ვანაძორული გუნდი ჩემპიონატზე მეორე ადგილზეა.
ყოჩაღ