ჯიმი ტაბიძემ ძიუბას და აზმუნს გასაქანი არ მისცა და ტურის სიმბოლურში შეიყვანეს

AutoSharing Option
"უფას" მცველი ჯიმი ტაბიძე რუსეთის პრემიერლიგის მე-7 ტურის სომბოლურ ნაკრებში შეიყვანეს, რომელსაც ვალერი გაზაევი სპეციალურად championat.com-ისთვის ადგენს.

"უფამ" საკუთარ მოედანზე სენსაციურად 1:0 სძლია "ზენიტს", ტაბიძემ კი ცენტრბეკის პოზიციაზე ითამაშა და არტიომ ძიუბასა და სერდარ აზმუნს გასაქანი არ მისცა. მან ორთაბრძოლების 77% მოიგო.

გაზაევმა მისი ასპარეზობა ასე დაახასიათა:"უფას" "ზენიტთან" სენსაციურად მოგების ერთ-ერთი მთავარი გმირი. დაცვაში ქართველი მცველისგან შესანიშნავი თამაში".

ტაბიძემ ჩემპიონატის შვიდივე მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა.

"უფა" 10 ქულით მე-9 ადგილზეა და 31 აგვისტოს "ორენბურგს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ტაბიძე მაგარია. ნაკრებშიც მაგრა ითამაშა, უბრალოდ ტვინის შერყევის გამო გამოცვალეს. სამწუხაროდ ჩვენი ჟურნალისტები არ აფასებენ, იმიტომ რომ შეტევაში ნაკლებად ერთვება, თორე მარცხენა ფლანგზე ეგეთი არა გვყავს.
onopre
11:17 27-08-2019
2
ქართველები რუსეთში თამაშით რომ თავიანთ ოჯახებს არჩენენ კარგია! მხოლოდ ამის თქმა თუ შეიძლება ჩემპიონატზე სადაც 70% მეტი თამაშებისა ჩაწყობილია!
....
12:47 27-08-2019
0

სიახლეები პოპულარული