"უფას" მცველი ჯიმი ტაბიძე რუსეთის პრემიერლიგის მე-7 ტურის სომბოლურ ნაკრებში შეიყვანეს, რომელსაც ვალერი გაზაევი სპეციალურად championat.com-ისთვის ადგენს.
"უფამ" საკუთარ მოედანზე სენსაციურად 1:0 სძლია "ზენიტს", ტაბიძემ კი ცენტრბეკის პოზიციაზე ითამაშა და არტიომ ძიუბასა და სერდარ აზმუნს გასაქანი არ მისცა. მან ორთაბრძოლების 77% მოიგო.
გაზაევმა მისი ასპარეზობა ასე დაახასიათა:"უფას" "ზენიტთან" სენსაციურად მოგების ერთ-ერთი მთავარი გმირი. დაცვაში ქართველი მცველისგან შესანიშნავი თამაში".
ტაბიძემ ჩემპიონატის შვიდივე მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა.
"უფა" 10 ქულით მე-9 ადგილზეა და 31 აგვისტოს "ორენბურგს" უმასპინძლებს.