ვაკო ყაზაიშვილმა MLS-ში მორიგი საგოლე პასი გააკეთა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებისა და "სან ხოსე ერსქვეიქსის" შემტევმა ვაკო ყაზაიშვილმა MLS-ის 28-ე ტურში საგოლე გადაცემა მიითვალა და საკუთარ გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.

ვაკომ შედეგიანი პასი გუნდის კაპიტან კრის ვონდოლოვსკის მე-20 წუთზე გაუკეთა. ამ უკანასკნელმა, რომელიც ამერიკის მთავარი საფეხბურთო ლიგის ყველა დროის ბომბარდირია, შეხვედრაში დუბლი მიითვალა, ხოლო "სან ხოსემ" 3:0 მოიგო. ვაკოსთვის ეს მე-4 შედეგიანი გადაცემა იყო. გარდა ამისა, ქართველ ლეგიონერს ჩემპიონატში 8 გოლი აქვს გატანილი.

ყაზაიშვილმა მოედანი 81-ე წუთზე დატოვა, ხოლო მეორე ქართველმა, გურამ კაშიამ შეხვედრა სრულად ჩაატარა. ამ მოგებით ქართველების
გუნდი დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა 44 ქულით.

შემდეგ შეხვედრას "სან ხოსე" უშუალო კონკურენტ "რეალ სალთ ლეიქთან" გამართავს 12 სექტემბერს. ამ დროისთვის ორივე ქართველი აშშ-ში დაბრუნებული იქნება. მოგეხსენებათ, ვლადიმირ ვაისმა ვაკოც და გურამიც მოახლოებული სანაკრებო შეხვედრებისთვის გამოიძახა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული