როგორც დაანონსებული იყო, ჯანო ანანიძის მოსკოვის "სპარტაკის" მწვრთნელად იტალიური წარმოშობის 34 წლის გერმანელი სპეციალისტი დომენიკო ტედესკო დანიშნეს, რომელსაც კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს.
მან გუნდში თანაშემწეები მიიყვანა: მეკარეების მწვრთნელად მაქს ურვანჩკი; ფიზმომზადების მწვრთნელად სერბი ვლად ჩეპზანოვიჩი, რომელიც გერმანიის მოქალაქეა; ასისტენტად კი ანდრეას ჰინკელი.
კლუბის გერმანელმა გენერალურმა დირექტორმა ტომას ცორნმა განაცხადა, რომ გუნდში რუსი მწვრთნელები არ იმუშავებენ.
ტედესკო "შალკეს" მწვრთნელი იყო და 2019 წლის 15 მარტს ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერ სიტისთან" 0:7 განადგურების შემდეგ გადააყენეს.