გიორგი ჩაკვეტაძემ "გენტთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური "გენტის" ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ თავის კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია "გენტის" ოფიციალურ საიტზე გავრცელდა.

გიორგის გარდა, "გენტმა" კონტრაქტები იარემჩუკსა და დეივიდს გაუგრძელა. როგორც ჩანს, ბელგიურ კლუბში გადაწყვიტეს, რომ ამ ფეხბურთელებიდან უფრო მეტი თანხის მიღება მათთან კონტრაქტის გახანგრძლივებით შეიძლება.

ჩაკვეტაძე სულ ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა სავარჯიშო პროცესს და 6-თვიანი პაუზის შემდეგ პირველი მატჩის ჩატარების მოლოდინშია. მის გარეშე მოთამაშე "გენტმა" ევროპა ლიგის მე-3 ტურის მატჩში "ვოლფსბურგთან" ფრედ, 2:2 ითამაშა. ამ შეხვედრაში "გენტის" მეორე ქართველი გიორგი ქვილითაია
მოედანზე 73-ე წუთზე გავიდა.

altბოლო ხუთწლეულის ტოპ-5 მოვლენა ქართულ ფეხბურთში: მესიდან ჩაკვეტაძემდე

alt5 ფაქტორი, რომლებიც ოქტომბრის მატჩებში გამოიკვეთა - ვინ უნდა გაიტანოს გოლი, თუ მარტში ჩაკვეტაძე არ იქნება?

alttodofichajes: გიორგი ჩაკვეტაძის თაობაზე იტალიურმა გრანდმა მოლაპარაკებები დაიწყო

altიეს ტორუპი: ჩაკვეტაძე დასაბრუნებლად ბევრს შრომობს, მაგრამ ვერ გავრისკავთ

მკითხველის კომენტარები / 8 /
წელს გენტს კარგი შანსი აქვს რომ ჩემპიონობისთვის იბრძოლოს ანდერლეხტი საშინელ ფორმაშია და ბრიუგეც შარშანდელივით დიდი უპირატესობით ვერაა წინ და კარგია რომ გაახანგრძლივა კონტრაქტი ახალი თავგადასავლების დრო ჯერ არ აქვს ჯობია მყარად იყოს თავის კლუბში და ითამაშოს.
Giorgi
14:21 25-10-2019
7
ჩაკვე საშუალებას აძლევს თავის კლუბს,მისი საშუალებით,ფული იშოვოს.ალბათ ასე უნდა იქცეოდნენ ქართველი ბიჭები მაშინაც,როცა საქართველოდან უცხოურ კლუბებში გარბიან.ამ დროს ,ისინი, ჩვეულებრივ ცდილობენ თავისუფალი აგენტის სტატუსით გასვლას,რომ კლუბს მისი შეძენა,იაფი დაუჯდეს.მისი გამზრდელი კლუბი კი მისგან ხეირს ვერ ნახულობს და უფულოდ რჩება.
სოსო
15:02 25-10-2019
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული