კაჭარავამ ისევ გაიტანა, ლორიამ ისევ არ გაუშვა, "ანორთოსისმა" ისევ მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
3 ნოემბერს, კვიპროსის ჩემპიონატის მე-9 ტურში ქართველების "ანორთოსისმა" "ოლიმპიაკოსი" 4:0 დაამარცხა.

ისევე, როგორც გასულ ტურში, კვლავ გამოიჩინა თავი ნიკა კაჭარავამ. ის ძირითად შემადგენლობაში იყო. 53-ე წუთზე მისი გოლით ანგარიში 2:0 გახდა და 68-ე წუთზე შეცვალეს.

გიორგი ლორიამ კვლავ მშრალად შეინახა კარი. ბუბა დაუშვილი 63-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილმა ტრავმა კი მოირჩინა და ვარჯიში დაიწყო, მაგრამ ჯერ სათამაშოდ მზად არ არის და მწვრთნელ თემურ ქეცბაიას განაცხადში არ შეუყვანია.

"ანორთოსისმა" ჩემპიონატზე ჩატარებულ 7 მატჩში 17 ქულა მოაგროვა, ლიდერია და 9 ნოემბერს
"სალამისს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული