კვიპროსული გამოცემა: ვინ თქვა, რომ ქეცბაიას შემტევი ფეხბურთის თამაში არ შეუძლია?

AutoSharing Option
კვიპროსული გამოცემა goal.philenews.com-ი ფამაგუსტის "ანორთოსისის" თამაშს ეხმაურება და გუნდის მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიაზე საუბრობს.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ უკანასკნელ ორ შეხვედრაში ფამაგუსტელთა შეტევამ დარჩენილი კრიტიკოსებიც დაადუმა და თავი შესანიშნავად გაართვა მასზე დაკისრებულ მოვალეობას. განსაკუთრებით კარგად გამოიყურებოდა ნიკა კაჭარავა, რომელმაც ბოლო 2 მატჩში 2 გოლი გაიტანა. თემურ ქეცბაია ყოველკვირა უფრო და უფრო ნაკლებ შეკითხვას ტოვებს და მის მიერ გაწვრთნილი გუნდიც შესანიშნავად თამაშობს.

ქეცბაიას სამწვრთნელო კარიერაში პირველად ჰყავს გუნდის ლიდერი, უფრო სწორად, პირველად უწოდა თავის ფეხბურთელს ლიდერი. ეს ესპანელ რაიოზე განაცხადა და ქართველი
სპეციალისტისაგან მსგავს სიტყვებს არავინ ელოდა.

ბოლო შეხვედრაში, "ოლიმპიაკოსთან" გუნდმა 8 გოლი გაიტანა. ნახევარი არ ჩაუთვალეს და ამის პარალელურად, შესანიშნავად ითამაშეს დაცვაში. "ანორთოსისი" გახდა პირველი გუნდი, რომელსაც "ოლიმპიაკოსმა" კვიპროსის წლევანდელ ჩემპიონატში გოლი ვერ გაუტანა. ქეცბაიამ ლიგაში საუკეთესო დაცვის ხაზი შექმნა და 7 შეხვედრაში მხოლოდ 2 გოლი გაუშვა.

ქართველს დაცვაზე ორიენტირების გამო დიდი ხანი აკრიტიკებდნენ, თუმცა ახლა ყოველ ჯერზე საწინააღმდეგოს ამტკიცებს. ორ მატჩში, რომელშიც ფამაგუსტელებმა გოლი ვერ გაიტანეს, ქეცბაიას გუნდს დიდი უპირატესობა ჰქონდა და ბევრი მომენტი შექმნა.

2015/16 წლებში მისი ხელმძღვანელობით "აპოელმა" ლიგაში გოლების რეკორდული რაოდენობა გაიტანა, წელს კი "ანორთოსისი" თამაშიდან თამაშამდე უფრო აგრესიული ხდება.

როცა ქეცბაიას ვკითხეთ, რა იყო მთავარი მოთხოვნა ფეხბურთელებისადმი, მან გვიპასუხა - "ნულოვანი პასიურობა" და ალბათ, ეს უნდა იყოს იმ მწვრთნელის პასუხი, რომელსაც არასდროს სურს წაგება. წლევანდელ სეზონში "ანორთოსისს" შეხვედრა არ წაუგია, მხოლოდ 2 მატჩში ვერ გაიტანა გოლი, თუმცა იმ შეხვედრებში არც გაუშვია. ამ შედეგებიდან გამომდინარე, ვინ იტყვის, რომ ქეცბაიას შემტევი ფეხბურთის თამაში არ შეუძლია?!


მკითხველის კომენტარები / 10 /
ჩვენ არ გვყავდა მის დროს და არ ახლა გვყავს შემტევი ნაკრები, თორემ თვითონ ქეცბაია ვინც იყო კარგად ვიცით ვისაც გვახსოვს მისი თამაში. მარტოს შეეძლო გუნდი შეტევზე აეყოლიებინა ისეთი ჟინიანი იყო. ნეტავ კიდევ გვყავდეს ახლა ნაკრებში მისნაირი.
Geo_Dinamo
05 ნოემბერი 2019 15:57
0
საქართველოს ნაკრების უმთავრესი პრობლემა (პრაქტიკის ნაკლებობასთან ერთად) არის დისციპლინა! ეს არის სახასიათო შტრიხი, რომელიც საბჭოთა პერიოდის დასასრულისას დაიწყო და პოსტსაბჭოური პერიოდის დასაწყისში განვითარდა. ამ პრობლემამ გამოიწვია სპორტული მენტალიტეტის და პროფესიონალიზმის გაგების გარყვნა. წლები გავიდა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში დღემდე ვხვდებით ამის მაგალითებს. დღესაც ვხედავთ პროტექციის წყალობით დაწინაურებულ სპორცმენებს, საეჭვო მატჩებსა და მსაჯობას, არაპროფესიონალურ მენეჯმენტსა და უამრავ სიცრუეს, პასუხისმგებელი პირების პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მცდელობებს... ამ ყველაფერმა იმოქმედა გულშემატკივარზეც და მასაც დაამჩნია გარკვეული კვალი. გულშემატკივარმაც დაკარგა შესაბამისი კულტურა. სამწუხაროდ ჩვენმა ფეხბურთელებმა იციან რაღაც "ჩამოძინება", რაღაც მომენტში უაზროდ "მოდუნება", რაც მთლიანად ცვლის თამაშის შინაარსს და ეს ძალიან ძნელი ასახსნელია. ჯერჯერობით ვერცერთმა მწვრთნელმა ვერ შეძლო ნაკრებში დისიპლინის უმაღლეს დონეზე დანერგვა რადგან ეს მენტალიტეტში უკვე ღრმად გამჯდარი პრობლემაა. მოშვებულობა, მოდუნება, უხასიათობა, რაღაც გულგრილი დამოკიდებულება.... მეტნაკლებად ყველა სპორტში იგრძნობა. და არა მხოლოდ სპორტში, ზოგადად სისტემურ პრობლემასთან გვაქვს საქმე, მთელს ქვეყანაში ეს სიტუაციაა ამ ეტაპზე. თაობები სჭირდება ამ ყველაფრის ფუნდამენტალურ შეცვლას.
ნუ ვიფიქრებთ, რომ ეს ხასიათი და დამოკიდებულება გენში მოგვდგამს. მართალია ეს უკვე დიდხანს გრძელდება, მაგრამ 1981-ის თბილისის დინამო გავიხსენოთ. მანქანასავით აწყობილი, გერმანული დისციპლინით აღჭურვილი გუნდი, რომელმაც ევროპა დაიპყრო, მას აბსოლიტურად ყველა კონტინენტზე იცნობდნენ! ისინიც ქართველი ბიჭები იყვნენ...
ანესთეზეოლოგი
05 ნოემბერი 2019 12:13
0
ესეიგი ქეცბაია მარტო კვიოპროსიდან გახსოოვთ? ვაი , ვაი, ვაიიიიიი!!!! / ზოგი ისეთი ახალგაზრდააა ან უინტერესო რომ არცკი იცის რას ამბობს! არადა ეს GOOGLE ხომ არსებობს, დაგუუგლეე რა !!! / ამაზე შემტევი და ამაზე ჯიგრიანი ფეხბურთელი საქართველოს არ ყოლია ისტორიის მანძილზე!!!! ერთი რაც იყო ამ კაცის ხასიათი, იყო ის რომ პირში ახლიდა ყველას ყველაფერს , და ეს ჩვენ ქვეყანაში არ მოსწონთ!რადგან მოდაშია, ფარისევლობა!ტყული! და დაუღალავად ერთი ადგილის თამაში!!!
Vasili
05 ნოემბერი 2019 01:54
0
ნათელია ყველაფერი. საქართველოში არავის არაფერი გამოსდის.ქართულ ფეხბურთში არის ფესვებგამჯდარი კლანი, მაგის ამოძირკვა ძალიან გაჭირდება და სანამ ამოძირკვაზე მიდგება საქმე დანახვა უნდა მაგას, მაგრამ თვალებში ნაცარს აყრიან ხალხს. კაროჩე ძაან სალობიეში ვართ რა. გულშემატკივარს ისე გვაფურთხებენ სულში, უმრავლესობა ვერც ხვდება ამას.
ვაჟა
05 ნოემბერი 2019 00:24
2
არ მოწონდათ ქეცბაია სიმართლეს რომ ამბობდა... დისციპლინა ამათ არ ქონდათ ეს იმის შვილია ია იმის შვილია გუნდს არ აკეთებინებდნენ თავის ნებაზე ვისაც ეტყოდნენ ის უნდა ჩაესვათ გუნდში. ფეხბჰრთელები არ ჩამოდიოდნენ რომ ეთამაშათ..აკრიტიკებდნენ.... უმაგრესი მწვრთნელია და სიმართლის მოყვარული ქეცბაია
რ ე ა ლ ო ბ ა
04 ნოემბერი 2019 21:34
5
ვაი ჩვენს პატრონს, კვიპროსის და კვიპროსში ნათამაშები ფეხბურთი არ "გეიშვა"...
goga
04 ნოემბერი 2019 21:34
29
ჩვენ რომ ვბდღვნით ევროპულ ფეხბურთს, ალბათ იმის ფონზე ხომ?...:)))))))))))))
saba
04 ნოემბერი 2019 22:01
3
ეს კაცი ფეხბურთის ერთგული იყო და არის....
gio
04 ნოემბერი 2019 21:19
1
დააბრუნეთ ქეცბაია ნაკრებში.მითუმეტეს ნახევარი ნაკრები იქ თამაშობს
გრიგოლ1408
04 ნოემბერი 2019 18:23
9
შემტევი ფეხბურთი ჩვენ ნაკრებს არ შეუძლია, თორემ ქეცბას კი შეუძლია.
odala
04 ნოემბერი 2019 17:32
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული