რუსეთის პრემიერლიგის მე-16 ტურში, "ორენბურგთან" გასვლით მატჩში "უფას" ქართველმა მცველმა ჯიმი ტაბიძემ 72-ე წუთზე ტრავმა მიიღო და შეცვალეს.
ჯერ უცნობია, ტრავმის გამო რამდენი ხანი გაუცდება ტაბიძეს.
ის საქართველოს ნაკრების მწვრთნელ ვლადიმირ ვაისს ორი უახლოესი მატჩისთვის ჰყავს გამოძახებული.