მექსიკური საიტის მიხედვით, გიორგი ჩაკვეტაძით "ვალენსია" ინტერესდება

AutoSharing Option
მექსიკური სპორტული საიტი TodoFichajes-ის ცნობით, "გენტის" ქართველის შემტევით ესპანური "ვალენსია" ინტერსდება და გუნდის გაძლიერების ერთ-ერთ შესაძლებლობად განიხილავს.

როგორც სტატიაში წერია, TodoFichajes-მა მიიღო ეს ინფორმაცია და "ვალენსიას" სპორტული დირექტორატს დღის წესრიგში გიორგი ჩაკვეტაძის შეძენა აქვს. მათივე ინფორმაციით, ესპანური კლუბი უკვე დაუკავშირდა "გენტს" და ბელგიელებს, დაახლოებით, 25 მილიონი ევროს ფარგლებში სურთ ჩაკვეტაძის გაყიდვა.

ძნელი სათქმელია, რამდენად სარწმუნოა აღნიშნული ინფორმაცია, რადგან მას მხოლოდ 1 საიტი ავრცელებს და ისიც, პოპულარობით არ გამოირჩევა. აღნიშნული საიტი გარკვეული დროის წინ წერდა, რომ ჩაკვეტაძის თაობაზე მოლაპარაკებები "ნაპოლიმ" დაიწყოო...

ეს ინფო იქით იყოს, მთავარია, გიორგიმ ტრავმა მოირჩინოს და ძველებურად ათამაშდეს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ჰოდა ჯერ ათამაშდეს და მერე წერეთ რომელი გუნდი დაინტერესდა. არავისთვის არ არის სასარგებლო ასეთი სტატიები ამ დროს. მით უმეტეს გიორგი ჩაკვეტაძისათვის.
დიტო
16:26 11-11-2019
2
ჟურნალისტებო, ამ ჭორების გამოქვეყნებას შეეშვით! სჯობს ის გაარკვიოთ, ბოლოსდაბოლოს როდის დაიწყებს თამაშს გიო?! ბელარუსთან მატჩამდე 4 თვეზე ცოტა მეტი დარჩა, ეს კი ბევრი დრო არაა
qomagi
16:32 11-11-2019
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული