"გიორგის ექიმებმა უთხრეს, რომ..." - ჩაკვეტაძის დაბრუნების თარიღმა გადაიწია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "გენტის" ფეხბურთელის, გიორგი ჩაკვეტაძის დაბრუნების თარიღმა, სავარაუდოდ, ორი კვირით გადაიწია. ამის შესახებ Sportall.ge-სთან საუბარში ფეხბურთელის აგენტმა გოგა გახოკიძემ განაცხადა.

20 წლის შემტევის მოედანზე გამოჩენას იუპერლიგის მე-16 ტურში ველოდით, თუმცა იეს ტორუპმა ჩვენებური "ანტვერპენთან" მატჩის განაცხადში არ შეიყვანა.

როგორც გახოკიძემ აღნიშნა, ექიმებმა გიორგის უთხრეს, რომ არ გარისკოს და მოედანზე სათამაშოდ კიდევ ორი კვირით არ გავიდეს.

აქედან გამომდინარე, ჩაკვეტაძე "გენტის" მომავალ სამ შეხვედრასაც გამოტოვებს და მას მოედანზე, სავარაუდოდ, 7 დეკემბერს, "ვარეგემთან" საშინაო მატჩში ვიხილავთ.

შეგახსენებთ, რომ ჩვენებურს 2019 წლის 21
აპრილის შემდეგ არ უთამაშია. მან მაისში ოპერაცია გაიკეთა და ახლა გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს, თუმცა მის დაბრუნებას არ ჩქარობენ.

მკითხველის კომენტარები / 14 /
საღოლ გენტს რა, როგორ დაჰკანკალებენ და არ რისკავენ, სულ ყენია და მაგათი მახსენდება, ჩვენთვისაც მაგარ საქმეს აკეთებენ. არ იჩქარო გიო, დაუჯერე ექიმებს და გაგვახარე, მთელი საქართველო შენ გელოდება!!!
2
ამ ერთი კაცის იმედად არის ეროვნული ნაკრები. ბოლომდე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ!
გუჯა კახაძე
12:44 25-11-2019
2

სიახლეები პოპულარული