მოსკოვის "სპარტაკის" გერმანელმა მთავარმა მწვრთნელმა დომენიკო ტედესკომ "ზენიტთან" გამართული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ჯანო ანანიძისა და ლორენსო მელგარეხოს ეპიზოდზე ისაუბრა.
"გულწრფელად რომ გითხრათ, ეს მომენტი არც კი შემიმჩნევია, სხვა საკითხებზე ვიყავი ფოკუსირებული. თუმცა ჩვენ აუცილებლად ვნახავთ ანანიძისა და მელგარეხოს ეპიზოდს და გადაწყვეტილებასაც ამის შემდეგ მივიღებთ", - თქვა გერმანელმა.
"სპარტაკის" ყოფილმა ფეხბურთელმა ანდრეი ტ(წ)იხონოვმა Sportbox-თან საუბარში თქვა, რომ ყველაფერი ნერვების ბრალი იყო, რადგან არცერთ ფეხბურთელს არ გამოუვიდა კარგი მატჩი. თუმცა შეხვედრის დასრულების მერე გასახდელში კონფლიქტი აღარ გაგრძელებულა.