"სპარტაკის" ყოფილმა ფეხბურთელმა ახსნა, თუ რატომ იჩხუბეს ანანიძემ და მელგარეხომ

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილმა ფეხბურთელმა ანდრე ტიხონოვმა ჯანო ანანიძესა და ლორენსო მელგარეხოს შორის მომხდარ კონფლიქტზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელებს შორის მატჩის ბოლოს კონფლიქტი მოხდა და ერთმანეთს ფიზიკურადაც კი შეეხნენ.

"სპარტაკმა" კი "ზენიტთან" მატჩი 0:1 წააგო.

"ეს შეიძლება ნერვებით აიხსნას და ასევე, რომ მათ არაფერი გამოსდიოდათ. მთელ გუნდს არა, კონკრეტულად ამ ორ ფეხბურთელს არ გამოსდიოდა არაფერი, რის გამოც იკამათეს.

ჩვენც გვიკამათია თავის დროზე, მაგრამ ფიზიკურად ერთმანეთს არ ვეხებოდით. კარგად ვიცოდით, რომ თამაშს ემოციები თან ახლავს, მაგრამ მოედნის მიღმა ეს არ გაგრძელდებოდა.

შემდეგ
გასახდელში მივდიოდით და კონფლიქტს გაგრძელება არ ჰქონდა. აქ ნამდვილად არ გამოვიდა ლამაზი. ალბათ, მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის საუბარი უნდა შედგეს ან შესაძლოა, გასახდელში ეს საუბარი უკვე დაიხურა", - თქვა ტიხონოვმა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული