championat.com-მა ტაბიძე "დაუფასებელთა" სიმბოლურში შეიყვანა - უცნაურია, რატომ თამაშობს ისევ "უფაში"

AutoSharing Option
ყველაზე პოპულარულმა და ნახვადმა რუსულ სპორტულმა საიტმა championat.com-მა გამოაქვეყნა რუსეთის პრემიერლიგის შემოდგომის საუკეთესო 11-ეული, რომლებსაც დამსახურებულზე ნაკლებ ყურდღებას აქცევენ და ცენტრალური მცველის პოზიციაზე "უფას" ფეხბურთელი ჯიმი ტაბიძე დაასახელა.

აი, რას წერს საიტი ქართველი მოთამაშის შესახებ:

"თუ რუმინეთის ნაკრების მცველი ნედელჩარუს მიმართ მისი იტალიაში ვერშემდგარი ტრანსფერის შემდეგ ბევრს აღარ წერენ, მის პარტნიორ ჯიმი ტაბიძის შესახებ პრესაში სტატიას უფრო ნაკლებად წააწყდებით.

ტაბიძე - ნამდვილად ძლიერი მცველია ევროპული ეკონომ-სტანდარტების მიხედვით: ის ძალიან კარგად თამაშობს ართმევაზე, არაფერს თმობს მინდორზე ბრძოლისას, დისტანციის მიუხედავად აქვს ძალიან
კარგი პირველი პასი და მარცხენა მცველს აძლევს საკუთარი ნახევრიდან მოშორებით თამაშის საშუალებას.

ამის გარდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ტაბიძეს მშვენიერი სისწრაფე აქვს, რაც მას რუსეთის ჩემპიონატისთვის თითქმის შეუცვლელ ფეხბურთელად აქცევს - საკმაოდ უცნაურია, რატომ თამაშობს ტაბიძე ისევ "უფაში". ამ სეზონში ქართველი მცველი, უბრალოდ, ძალიან ძლიერია."

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 6 /
ძალიან ძლიერი მცველია. ნებისმიერ გუნდში შეუძლია თამაში და ნებისმიერ მეტოქესთან გამკლავება
თენგაბი
14:56 04-12-2019
3
როგრც ვიცი 2020 წლამდე აქვს კონტრაქტი და რაც მთავარია თამაშობს და ძირითადის ფეხბურთელია და უფაც არაა ახლა ხელწამოსაკრავი გუნდი რუსეთის ჩემპიონატში საშუალო დონეზე თამაშობს და იქ კარგი თამაშით შეიძლება უკეთეს კლუბში მოხვდეს მაგალითად ზინჩენკო მანჩესტერ სიტის ძირითადის ფეხბურთელი უფაში იპოვა გვარდიოლამ ამ ეპოქაში თუ კარგად თამაშობ ყველგან დაგინახავენ სულ ახლახან იუვენტუსმა მირანჩუკის მიმართ გამოხატა დაინტერესებმა იუვენტუსთან იმ ორმა კარგმა თამაშმა ევროპისკენ გაუხსნა გზა ამ ფეხბურთელს მთავარია ითამაშო და ყველაფერი მათზე დამოკიდებული.
გიორგი
14:07 04-12-2019
1

სიახლეები პოპულარული