ფანი "სპარტაკის" დირექტორს: ჯანო ინვალიდია - გუნდში მისი ადგილი არ არის

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის მე-19 ტურში "სპარტაკი" გასვლაზე "როსტოვთან" 1:4 დამარცხდა. სტუმართა გუნდში სათადარიგო იყო ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე. ნამატჩევს "სპორტ-ექსპრესმა" ერთ-ერთი ფანის კლუბის სპორტულ დირექტორ ტომას ცორნთან საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა.

- ამის ყურება მეტად არ შემიძლია. რას მთავაზობთ, აღარ ვიარო სტადიონზე? ყოველ სეზონში, ყოველ მატჩზე დავდივარ.

- შენ ხომ გულშემატკივრობ გუნდს. შენ ხომ ქომაგობ "სპარტაკს".
- დიახ, ჭირსა და ლხინში გუნდთან ერთად ვარ.

- გგონია, ჩვენ კ
არგ ხასიათზე ვართ?
- თქვენ ხომ დირექტორი ხართ? მწვრთნელს რაღაც ხომ უნდა უთხრათ. გამოდის, მწვრთნელი გერმანელია. არ ესმის, რაშია საქმე.

- ყველას ყველაფერი ესმის. მასაც ყველაფერი ესმის. გუნდთან კარგად ურთიერთობს.
- მაშინ რატომ არ ასრულებენ? აი, ჩემთვის მირზოვი და აი ეს, ჯანო - ინვალიდები არიან. მას არ ესმის, რომ გუნდში ამათი ადგილი არ არის?!

- ნორმალური ბიჭები არიან, ნორმალური ფეხბურთელები.
- მე რატომ ვამბობ, თამაშის მიხედვით. არ არის საჭირო ჩემთან კამათი. აირტონი კიდევ რაღაცას ცდილობს. თქვენ უბრალოდ შეხედეთ მატჩებს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ჯანოს აქვს გადასარევად კარგი ხელფასი, მას მეტი აღარაფერი აინტერესებს. თავმოყვარე ფეხბურთელი ამის ადგილზე კარგა ხანი იპოვიდა თავის გზას და სპარტაკიდანაც დიდი ხნის წასული იქნებოდა. აცალეთ დატკბეს ცხოვრებით მოსკოვში.
G.LA
11:59 09-12-2019
1
შეხედეთ ჟანოს ფიზიკას, მეც მიკვირს როგორ აჩერებენ თუნდაც სპარტაკში.
ozeki.
09:12 09-12-2019
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული