business-gazeta: "სპარტაკი" მზადაა ჯანო ანანიძეს ხელფასის სხვაობაც კი გადაუხადოს, ოღონდ წავიდეს

AutoSharing Option
რუსული მედიის ცნობით, მოსკოვის "სპარტაკი" ჯანო ანანიძესა და აიაზ გულიევის გაშვებას გეგმავს.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დომენიკო ტედესკომ 27 წლის ქართველ ფეხბურთელს უთხრა, რომ მას ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება გაუჭირდება და სხვა კლუბში გადასვლა შესთავაზა, - იტყობინება sport.business-gazeta.ru.

თუ ანანიძე ახალ გუნდს მოძებნის, მაშინ "სპარტაკი" მზადაა შემდეგი წლის დეკემბრამდე ხელფასში სხვაობა დაუფაროს. ამჟამად ჯანო ანანიძე წელიწადში ხელფასის სახით 1.7 მლნ ევროს იღებს.

შეგახსენებთ, რომ ანანიძე "სპარტაკში" 2009 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან რუსულ პრემიერლიგაში 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ხოლო ყველა ტურნირზე
- ჯამში 10.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ტიპს, სკამის ხეხვაში და წამოწოლაში 2 მილიონ დოლარს უხდიან და სადაა წამსვლელი. რად უნდა ბურთის ზდევა. 2 თამაშს ითამაშებს, დაიმტვრევა და მთელი წელი წამოწოლილია, დოლარები კი მოფრიალებს. ზოგს რა ბედიაქვს. ბოლობოლო, ეგენიც მიხვდნენ რომ არაა მაგისგან ხეირი და აგდებენ უკვე. ასე ქვია, ანდა ჩაუჯდება მწვრთნელი წილში და გააგრძელებს ჯანო წამოწოლას. აი ასე რომ არ მოხდეს, ამიტომ არ უნდა გამოიძახონ ნაკრებში უთამაშებელი ფეხბურთელი, ტალანტიც რომ იყოს , მაინც
vaso
17:40 10-12-2019
5
ეს თუარ გააგდეს აქედან წამსვლელი არაა. ვინ გადაუხდის 1.7 მილიონ ევროს
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული